სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხორცისა და კვერცხის იმპორტიორ კომპანიებს გააცნეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 10 ივნისიდან შედის ძალაში. კერძოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა 426-ე, 429-ე და 90-ე დადგენილებებში, რომლის თანახმადაც, შეიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ნებართვების გაცემის წესი, პირობები და სანებართვო მოწმობის ფორმები.
სააგენტოს წარმომადგენლებმა იმპორტიორებს დეტალურად განუმარტეს, რა შეზღუდვები ამოქმედდა იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს საფრთხის შემცვლელი იმპორტირებული პროდუქტით გამოწვეული რისკები, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და არაკეთილსაიმედო ქვეყნების შესახებ.
426-ე, 429-ე და 90-ე დადგენილებებში შეტანილი ცვლილებები, ასევე, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ნუსხა იხილეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე: www.nfa.gov.ge