ეთიკის კოდექსი

ეთიკის კოდექსი

23 აპრილს ცესკოს, №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის, №54 სამტრედიის ოლქების და მათში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ეთიკის კოდექსს მოაწერენ ხელს. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის ოთხ ძირითად ნორმას აერთიანებს:

კანონის პატივისცემა

სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა

გამჭვირვალობა

პროფესიონალიზმი

კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა. საარჩევნო პერიოდში თავი აარიდონ ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.

ეთიკის კოდექსი, რომელიც 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე შემუშავდა, არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებასა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს.

ღონისძიების დასაწყისი: 13:00 მის: ცენტრალური საარჩევნო კომისია / დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.