ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის უახლოეს სხდომაზე (12 აპრილი) დღის წესრიგში პარლამენტში შეტანილი საკნონმდებლო ინიციატივის განხილვას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ ინტერფრაქციულ ჯგუფს წერილით მიმართა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად თვითმმართველობის ორგანოთა შუალედური არჩევნები იანვარში, აპრილში, ივლისსა და ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ კანონის წარმოდგენილი რედაქციით მიღების შემთხვევაში წარმოიქმნება რიგი სირთულეები, კერძოდ კი:
ა) თუ საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სამ თვეში ერთხელ ჩაატაროს არჩევნები და შესაბამისად რესურსები მიმართოს ტექნიკური და პროცედურული საკითხების გადაწყვეტაზე, მაშინ ამომრჩეველთა განათლების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ინიციატივების დაფინანსების და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელება შეუძლებელი გახდება;
ბ) ადმინისტრაციას აღარ ექნება ჩატარებული არჩევნების შედეგების გაანალიზების, სათანადო დასკვნების გამოტანის და სიახლეების დანერგვის შესაძლებლობა;
გ) შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა იქნება.
წერილის ტექსტი იხილეთ ბმულზე:
http://cesko.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=13&info_id=11677