საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები
2013 წელი, მარტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ გასაჯაროებას.
2013 წლის მარტის თვე 363286 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 37 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-მარტის ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 928 898 ვიზიტი შეადგინა, რაც 37,2%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 343 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 31,8%);
ბ) ტრანზიტი - 122 093 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 13.1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 49,4%);
გ) სხვა - 463 339 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 38.3%).
2013 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+40.1%), აზერბაიჯანიდან (+9.4%), სომხეთიდან (+53.1%), რუსეთიდან (+102.6%), უკრაინიდან (+63.5%) და ირანიდან (+3.2%) განხორციელდა. ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით მარტში გამოირჩევიან პოლონეთის (54%), შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთისა და ყაზახეთის (შესაბამისად 43% და 30%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები - 36% -იანი მატებით.