ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პირატულ პროგრამებთან დაკავშირებული ხარჯები მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის დროის და ფულის თვალსაზრისით მილიარდებს აღწევს.
„მაიქროსოფტის“ ახალი კვლევა ასევე ამახვილებს ყურადღებას მათზე, ვინც პირატულ პროგრამებს იყენებს Microsoft Corp.- ის დაკვეთით IDC–ის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერის ზოგიერთი მომხმარებელი შეიძლება აქტიურად ცდილობდეს პირატული პროგრამის შოვნას ფულის დაზოგვის მიზნით, გაუთვალისწინებელი ვირუსით ინფიცირების შესაძლებლობა ყოველი სამი მომხმარებლიდან ერთს და ყოველი ათი კომპანიიდან - სამს ემუქრება.
როგორც კვლევა მიუთითებს, აღნიშნული ინფიცირების შედეგად მომხმარებლებს მოუწევთ 1.5 მლრდ საათის და 22 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვა ვირუსული პროგრამის მიერ მიყენებული ზიანის იდენტიფიკაციაზე, აღმოფხვრასა და კომპიუტერული სისტემის აღდგენაზე, მაშინ როცა გლობალური კომპანიები დახარჯავენ 114 მლრდ აშშ დოლარს დამაზიანებელი პროგრამებით გამოწვეული „კიბერშეტევის“ ზემოქმედების აღმოფხვრაზე.
გლობალური კვლევის შედეგად გააანალიზდა 270 ვებგვერდი და შედარებულ იქნა მსგავსი (P2P) ქსელები, ასევე შესწავლილ იქნა ჩამოტვირთული 108 პროგრამა და 155 CD ან DVD, გამოიკითხა 2,077 მომხმარებელი და ინფორმაციული ტექნოლოგიების 258 მენეჯერი, ან ინფორმაციული დირექტორი ბრაზილიაში, ჩინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, მექსიკაში, პოლონეთში, რუსეთში, ტაილანდში, გაერთიანებულ სამეფოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პირატული პროგრამებიდან, რომლებიც არ მოჰყვება კომპიუტერს 45 % წყარო ინტერნეტია და ამ პროგრამების 78% ჩამოტვირთულია ვებ-გვერდებიდან ან P2P ქსელებიდან, მათ შორისაა გარკვეული ტიპის ჯაშუშური პროგრამები, ხოლო 36% შეიცავდა ე.წ. “ტროას ცხენს“ და სარეკლამო უფასო პროგრამებს.
“კიბერდანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ გამყალბებლები პროგრამის კოდის მანიპულაციის საშუალებით მასში „აკერებენ“ დამაზიანებელ პროგრამას“, აღნიშნა დევიდ ფინმა, Microsoft-ის კიბერდანაშაულის ცენტრის მთავარმა კონსულტანტმა. „ზოგიერთი დამაზიანებელი პროგრამა აღრიცხავს პირის მიერ კლავიშზე თითოეულ დაჭერას – რაც „კიბერდამნაშავეებს“ საშუალებას აძლევს, მოიპარონ „მსხვერპლის“ პირადი და ფინანსური ინფორმაცია – ან დისტანციურად რთავს ინფიცირებულ კომპიუტერზე მიკროფონს ან ვიდეოკამერას, რაც „კიბერდამნაშავეს“ საშუალებას აძლევს მოისმინოს და დაინახოს თუ რა ხდება „მსხვერპლის“ საკონფერენციო დარბაზში ან სასტუმრო ოთახში. საკუთარი თავის და ქონების დაცვის საუკეთესო საშუალებაა კომპიუტერის შეძენისას ორიგინალი პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნა.“
IDC-ის კვლევა რომელსაც ეწოდება „ყალბი და პირატული პროგრამების საშიში სამყარო“ დღეს გამოქვეყნდა Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების“ (Play it Safe) გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება პირატულ პროგრამებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.
“ჩვენი კვლევა არის მკაფიო და არაორაზროვანი: პირატული პროგრამები შეიცავს დაფარულ საფრთხეებს იმ მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც მათ იყენებენ,“ - აღნიშნა ჯონ განცმა, IDC-ის მთავარმა მკვლევარმა.
„ზოგიერთი ადამიანი ირჩევს პირატულ პროგრამას ფულის დაზოგვის მიზნით, მაგრამ ეს თანმხლები დამაზიანებელი ვირუსული პროგრამები ფინანსური და ემოციური დაძაბულობის ქვეშ აქცევს როგორც საწარმოებს, ისე კომპიუტერების ჩვეულებრივ მომხმარებლებს.“
ქვემოთ მოცემულია მომხმარებელთა კვლევის ძირითადი ასპექტები:
რესპონდენტი ფიზიკური პირების 64%-მა იცოდა, რომ ვინც გამოიყენა პირატული პროგრამა, აღმოჩნდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე.
45%-მა აღნიშნა, რომ არალიცენზირებული პროგრამები ანელებდა მათ პერსონალურ კომპიუტერებს და საჭირო იყო პროგრამული უზრუნველყოფის გადაყენება.
რესპონდენტების 48%-მა აღნიშნა, რომ პირატულ პროგრამებთან დაკავშირებით მათი მთავარი პრობლემა იყო მონაცემების დაკარგვა.
29 %-ს ყველაზე მეტად აწუხებდა პირადი ინფორმაციის მოპარვა.
არალიცენზირებული პროგრამების საფრთხის შემცველ პროგრამებთან გაერთიანება დამნაშავეების ახალი მეთოდია კომპიუტერის იმ მომხმარებლებზე სანადიროდ, რომლებიც არ იცნობენ აღნიშნულ საფრთხეებს.
IDC-ის ტექნიკური აღწერა ასევე შეეხო კორპორაციულ კომპიუტერებზე საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი პროგრამების ინსტალაციის გასაოცარ დონეს, რაც სამუშაო ადგილის ეკოსისტემაში საფრთხის შემცველი პროგრამების შეტანის კიდევ ერთ მეთოდს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერების 38% აღიარებს აღნიშნულის არსებობას, პერსონალის 57% აცხადებს, რომ ისინი ახდენდნენ პერსონალური პროგრამების ინსტალაციას ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ კომპიუტერებზე. საგანგაშოა ის, რაც რესპონდენტებმა განუცხადეს IDC-ის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ ინსტალირებული პროგრამების მხოლოდ 30% არ შეიცავდა პრობლემებს. საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერების 65% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მომხმარებლის მიერ ინსტალირებული პროგრამა ზრდის ორგანიზაციის უსაფრთხოების წინაშე არსებულ რისკებს. საწარმოში ბევრისთვის მომხმარებლის მიერ ინსტალირებული პროგრამა შეიძლება იყოს შემაფერხებელი წერტილი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
მომხმარებლებს ვთხოვთ, იხილონ ვებგვერდი www.microsoft.com/security დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დამაზიანებელი პროგრამების შესახებ და მათი კომპიუტერების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დამაზიანებელი პროგრამის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული საიტი გთავაზობთ ინსტრუმენტების „ინფექციის“ აღმოფხვრას. მომხმარებლები, რომლებიც ცდილობენ ახალი კომპიუტერის შეძენას, უმჯობესია თუ ეწვევიან სანდო რეპუტაციის მქონე წყაროს, რათა დარწმუნებული იყვნენ Microsoft-ის ორიგინალი პროგრამის მიღებაში.
Microsoft (Nasdaq “MSFT”) დაარსდა 1975 წელს და ის პროგრამული უზრუნველყოფის, მომსახურების და გადაწყვეტების ლიდერია მთელ მსოფლიოში, რომელიც ეხმარება კერძო პირებს და კომპანიებს მათი სრული პოტენციალის რეალიზაციაში.