მერვე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რომელიც 5 თებერვალს გაიხსნება, სავარაუდოდ, კვლავ ბიუროს დარბაზის გარეშე შეხვდება.
For.ge-მ ბიუროს დარბაზი დაათვალიერა და ოთახში კვლავ უცვლელი ვითარებაა - დაზიანებულია მაგიდის ნაწილი, ჭერი, ხოლო თეთრი სკამები გაყვითლებულია.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიუროს დარბაზი ჭერში დამონტაჟებულმა სახანძრო მილმა დატბორა, რომელიც დაზიანდა.
თავდაპირველად ითქვა, რომ პარლამენტის მშენებარე კომპანიას „მაგი სტილი“ მაგიდის დაზიანებული ნაწილი და სკამები უნდა შეეძინა, ხოლო დაზიანებული ჭერის ნაწილი გამოეცალა, მაგრამ ამ დრომდე, ბიუროს დარბაზში ვითარება უცვლელია. შესაბამისად, საგაზაფხულო სესიას ბიუროს სხდომით, დეპუტატები მეცხრე დარბაზის ნაცვლად, მეოთხე დარბაზში გახსნიან.
შეგახსენებთ, რომ ბიუროს დარბაზი საქართველოს დროშის ფერებშია გაწყობილი.