პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წლიური მოხსენებით პარლამენტში 8 თებერვალს წარდგება.
ამის შესახებ ინფორმაცია for.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურმა მიაწოდა.
მათი ცნობით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში შედგება 8 თებერვალს, პარასკევს, 14:00 საათზე დაიწყება.
ასევე მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლის განხილვის ფორმატის თაობაზე გრძელდება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტლებას, 5 თებერვალს, პარლამენტის ბიურო მიიღებს.
პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარდგეს.
პრეზიენტის პარლამენტში სტუმრობას, რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.
ამას გარდა, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც დეპუტატთა გამოსვლები იწყება და შეიძლება დებატებიც გაიმართოს. დებატების ფორმატს კი, დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეაჯერებენ.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, ანუ, 5 თებერვალს გაიხსნება.