ირაკლი ალასანიას  ვიცე-პრემიერობა შეუწყდა

ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობა შეუწყდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს ვიცე-პრემიერი მინისტრის პოსტს აღარ შეითავსებს.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება #24 გამოქვეყნდა.

 აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ბიძინა ივანიშვილი აწერს. 

 "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს, ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ბიძინა ივანიშვილი აწერს. 

რაც შეეხება მუხლს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია მოყვანილი, ამ მუხლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია:

1. მთავრობის ერთ-ერთ  წევრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე წევრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

2. პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.

3. ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრულ სფეროში.

4. ვიცე-პრემიერების რაოდენობას საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.

5. პირველ ვიცე-პრემიერსა და ვიცე-პრემიერს (ვიცე-პრემიერებს) მოვალეობები ეკისრებათ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებს ეცნობებათ მისი გამოცემიდან ხუთი დღის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრება პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერის (ვიცე-პრემიერების) ფუნქციები.