ნოდარ დუმბაძე და ქართლოს კასრაძე ახლო მეგობრები იყვნენ.
ბატონი ნოდარის მოსწრებული ენის ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა და ამ სიტყვების მართებულობაში თუნდაც ქვემოთ მოყვანილი ქართლოს კასრაძის ორი მოგონებით დავრწმუნდებით.
“ერთხელ ერთი მანდილოსანი საკმაოდ გულამოჭრილი უსახელოებო კაბით მოვიდა რედაქციაში.
„ამქვეყნად ქალებს კაბის ფასონად დეკოლტე რომ გაქვთ, კი ვიცი, მაგრამ მოდაში იღლკოლტეც თუ იყო, ეგ აღარ მეგონა.“ – ღიმილით თქვა ნოდარმა”.
“როცა “ნიანგის” თანამშრომლები “ქესატად” ვიყავით, ნოდარის კაბინეტს მივუკაკუნებდით ხოლმე.
– ნოდარ ბატონო, საწევრო გაქვს გადასახდელი?
ნოდარი ჭერში აიხედავდა და დაღეჭავდა სიტყვებს:
– ღმერთო მომკალი! არ გადამიხდია?– და ჯიბეზე გაიკრავდა ხელს.
ასე ვახდევინებდით “საწევროს” თვეში ოთხჯერ-ხუთჯერ. ერთხელ როცა “საწევროთი” ხელში კარებს მივაშურეთ, მოგვაძახა:
– ლუდში ნაკლები მარილი უქენით, მიშა კუხალას არ უყვარს! .“