შობის დღესასწაული თითოეული ოჯახისთვის განსაკუთრებულია და მისი აღნიშვნაც ბევრი მათგანისთვის საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა როგორც აღმოჩნდა თეთრ სახლში განსხვავებული ტრადიცია აქვთ.
Inquisitr-ის გამოცემის მიხედვით, მელანია ტრამპი არ აპირებს საშობაო მეუღლეს - დონალდ ტრამპს რაიმე სიურპრიზი მოუზმადოს და ამისთვის გასაგები მიზეზიც აქვს.
როგორც უცხოური ტაბლოიდები იუწყებიან, მელანია და დონალდი არასდროს სჩუქნიან ერთმანეთს საშობაო საჩუქრებს, შესაბამისად, ის წყაროები რომლებიც მელანია ტრამპის გეგმებით დაინტერესდნენ, იძულებულნი გახდნენ ამ ინფორმაციას დასჯერებოდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, მელანიასთვის წარმოუდგენელია რაიმის შერჩევა მამაკაცისთვის, რომელსაც ფაქტობრივად ყველაფერი აქვს, შესაბამისად, უსაჩუქრობა მათ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.