დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა დაშორების შესახებ არსებული ჭორები გააქარწყლეს

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა დაშორების შესახებ არსებული ჭორები გააქარწყლეს

Fashion Awards-ის წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიას, რა თქმა უნდა, არ დაჰკლებია ვიქტორია ბექჰემი, რომელმაც მუსიკალური კარიერა, წლების წინ, დიზაინერობით ჩაანაცვლა და მოდის ინდუსტრიაში საკუთარი ბრენდით საკმაოდ პრესტიჟული სახეც გახდა.

ცერემონიაზე დიზაინერს მხარს დევიდ ბექჰემი უმშვენებდა,  წყვილი, როგორც წესი ერიდება წითელ ხალიჩაზე პოზირებას, თუმცა მათ ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარეს.

საღამოს, მშობლებთან ერთად, ბრუქლინ ბექჰემიც დაესწრო.

განსაკუთრებით სასიამოვნო ცოლ-ქმრის გამოჩენა მათ შესახებ არსებული ბოლოდროინდელი ჭორების გამო იყო, რომელთა მიხედვითაც დევიდსა და ვიქტორიას შორის დაძაბული პერიოდია, ზოგიერთმა მათგანმა წყვილის შესაძლო დაშორებაზეც ისაუბრა.

ვიქტორია ბრიტანელი დიზაინერის ნომინაციაში გახლდათ წარდგენილი, მნიშნელოვანი საღამოსთვის ვიქტორიამ სამოსი საკუთარი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შეარჩია და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.

დევიდი მეუღლეს ჩვეულ ელეგანტურ სამოსში გულშემატკივრობდა და ფოტოგრაფებმა დაჯილდოების მიმდინარეობის დროს, მათი თბილი კადრების დაფიქსირებაც შეძლეს.

მოგვიანებით დევიდმა ინსტაგრამზე შვილთან ერთად გადაღებული კადრიც გამოაქვეყნა.

ბექჰემები ღონისძიების შემდეგ გამართულ წვეულებაზეც ერთად გაემართნენ.