გვიყვარს ფილმები მათი მონაწილეობით, მოგვწონს პერსონაჟები მათი შესრულებით და არცთუ ისე ბევრმა იცის, რა ისტორია იმალება ამ პერსონაჟის მიღმა ან სულაც, როგორ გრძელდება მსახიობების ურთიერთობა გადაღებების დასრულების შემდეგ.
ზოგჯერ პარტნიორებს შორის ის, რაც კამერების წინ ხდება, იქვე არ რჩება და დიდ ლტოლვასა თუ სიყვარულში გადაიზრდება. იქმნება ოჯახებიც, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად
„ვარსკვლავური სიყვარული“ დიდ დროს ვერ უძლებს და ურთიერთობაც მხოლოდ რამდენიმე წელს ითვლის.
მაშ ასე, გაიცანით წყვილები, რომელთა სასიყვარულო ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე დაიწყო:
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი ახლა ერთად აღარაა, თუმცა მათი ისტორია წლებს ითვლის. ერთმანეთი ფილმ „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღების დროს გაიცნეს. მაშინ ბრედი ცოლიანი იყო, თუმცა ამას ურთიერთობის დაწყებაში ხელი არ შეუშლია. ამ წლების მანძილზე ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ. ამჯერად გაშორებულები არიან, მაგრამ არავინ იცის, რას უმზადებთ მათ მომავალი.
ნინა დობრევი და იენ სომერჰალდერი
ერთმანეთი სერიალ „ვამპირის დღურების“ გადაღებისას გაიცნეს. წყვილი დროს ერთად ხშირად ატარებდა და პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდებოდა. მათი ურთიერთობა 3 წელს გაგრძელდა. დაშორების მიზეზი უცნობია, თუმცა გახმაურდა, რომ იანმა ურთიერთობა წამოიწყო ნინას მეგობარ ნიკი რიდთან. დობრევი ამის გამო ძლიერ გაუბრაზდა იანს და უარი თქვა სერიალ "ვამპირის დღიურების“ შემდეგ სეზონში მონაწილეობაზე.
ამანდა სეიფრიდი და დომინიკ კუპერი
მათ ერთმანეთი ფილმ „მამა მიას“ გადაღების დროს გაიცნეს. სამწუხაროდ, ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა უცნობი მიზეზით დასრულდა.
ემა სტოუნი და ენდრიუ გარფილდი
მათი სიყვარულის ისტორია ფილმ „არაჩვეულებრივი ადამიანი-ობობა 2“-ის გადაღებებზე 2012 წელს დაიწყო და სამ წელიწადს გაგრძელდა. 2017 წელს კი კვლავ შერიგდნენ. ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ წყვილად ითვლებოდნენ.
რეიჩელ მაკადამსი და რაიან გოსლინგი
ერთმანეთი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ფილმის, „უბის წიგნაკის“ გადაღების პროცესში გაიცნეს. არც მათი ურთიერთობა გამოდგა მყარი. დაშორების შემდეგ გოსლინგს ევა მენდესთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა მალევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მან მენდესი მიატოვა და რეიჩელს დაუბრუნდა.