ბავშვი, რომელიც დედოფალ ელიზაბეტთან შეხვედრამ შეაშინა

ბავშვი, რომელიც დედოფალ ელიზაბეტთან შეხვედრამ შეაშინა

6 დეკემბერს, დედოფალი ელიზაბეტი Coram-ს ესტუმრა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად შექმნილი ერთ-ერთი უძველესი საქველმოქმედო ფონდია.

დედოფლის დასახვედრად ფონდის ბენეფიციარებიც შეიკრიბნენ და სახალისო ინცინდენტს სწორედ მათი დედოფალთან შეხვედრის დროს ჰქონდა ადგილი.

როგორც ჩანს,  9 წლის ნათან გრანტი  ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც დედოფლის გაცნობის ბედნიერება ხვდა წილად, თუმცა ყველაფერმა ისე არ ჩაიარა როგორც დაგეგმილი იყო.

როგორც შემდეგი კადრებიდან ჩანს, ბავშვი იმდენად შეაშინა სიტუაციამ, რომ გადაწყვიტა გაქცეოდა დედოფალს , უახლოეს კარამდე მისულს კი შორიდან ხელის დაქნევა და დამშვიდობებაც არ დავიწყნია.