5 დეკემბერს, მაიამიში სოთბის საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, მოწვეულ ვარსკვლავებს შორის კი აღმოჩნდა ცნობილი სუპერმოდელი - ნაომი კემპბელიც, რომელიც წითელ ხალიჩაზე ბონოსთან ერთად გამოჩნდა, რომელიც U2-ს სოლისტი გახლავთ.
მნიშვნელოვანი საღამოსთვის ნაომიმ Atelier Versace-ს ასიმეტრიული კაბა მოირგო.
მოდელმა კაბას ძვირადღირებული ბეჭედი და საღამოს კაბისთვის უჩვეულო აქსესუარი - Apple-ის საათი შეუხამა.
საერთო ჯამში, 48 წლის დივა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მისმა თვალისმომჭრელმა კადრებმა ინტერნეტსივცრეც მოიცვა.
შეგახსენებთ, რომ ნაომი, ცოტა ხნის წინ, Global Citizen-ის ფესტივალზეც გამოჩნდა და რამდენიმე არაჩვეულებრივი კაბითაც დაამახსოვრა საზოგადოებას თავი.