პაპარაცებს ნამდვილად გაუმართლა: ჯორჯ კლუნის შვილები დედასთან ერთად იმ დროს დააფიქსირეს, როცა ამალ კლუნი სასტუმროს ტოვებდა

პაპარაცებს ნამდვილად გაუმართლა: ჯორჯ კლუნის შვილები დედასთან ერთად იმ დროს დააფიქსირეს, როცა ამალ კლუნი სასტუმროს ტოვებდა

ჯორჯ და ამალ კლუნების წყვილი პრესასთან აქტიური ურთიერთობით არ გამოირჩევიან. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მათ ტყუპები შეეძინათ.

პრესა ბავშვების ფოტოებით განებივრებული არ არის, სწორედ ამიტომ პაპარაცები წყვილს განსაკუთრებული აქტიურობით ადევნებენ თვალყურს.

ამჯერად პაპარაცებს ნამდვილად გაუმართლათ და მათ ამალ კლუნი პატარებთან ერთად მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ბავშვებთან და ოჯახის ადვოკატთან ერთად სასტუმროს ტოვებდა.

ჯორჯ და ამალ კლუნის ტყუპები გოგონა და ვაჟია. როგორც ჯორჯ კლუნმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მისი ქალიშვილი ელა ძალიან ჰგავს დედას.

ჯორჯ კლუნის მშობლების თქმით კი, პატარა ბიჭუნა მამას ჰგავს.

ამალ კლუნი ნიუ-იორკს ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. ის მეუღლესთან და ჟურნალისტ მამასთან ერთად ესწრება კონფერენციას, რომელიც ქალების უფლებების დასაცავად ტარდება.