საფრანგეთის ერთ-ერთ პარკში ყვავებს ნაგვის შეგროვება ასწავლეს

საფრანგეთის ერთ-ერთ პარკში ყვავებს ნაგვის შეგროვება ასწავლეს

ყვავები ძირითადად ევროპასა და აზიაში ბინადრობენ და სხვა ფრინველებისგან თავისი განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან. მათთვის ახალი უნარების შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს და სხვადასხვა ტიპის თავსატეხის შესრულებაც კარგად გამოსდით.

ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთის ერთ-ერთ პარკში მცხოვრები 6 ყვავი, რომლებიც ამ პარკის თანამშრომლებმა გაწვრთნეს და ნაგვის შეგროვება ასწავლეს.

დიახ, პარკის ერთ-ერთი თანამშრომლის, ქრისტოფ გაბორის იდეამ გაამართლა, რადგან აღმოჩნდა, რომ ამ ჭკვიანი ფრინველისთვის პარკის დალაგება პრობლემას არ წარმოადგენს

არ გეგონოთ, რომ ყვავები აქ გასამრჯელოს გარეშე მუშაობენ. დამღლელი სამუშაოს შემდეგ, მათ გემრიელი სასუსნავითაც უმასპინძლდებიან, რაც მათ მოტივაციას ერთი-ორად ზრდის.

სამუშაო გრაფიკიც მისაღებია, რადგან ეს ჭკვიანი ფრინველები პარკის დასუფთავებას მხოლოდ კვირის ოთხ დღეს უთმობენ.

პარკის თანამშრომლები ასევე განმარტავენ, რომ დღის განმავლობაში პარკი ისედაც სუფთა და დალაგებულია, გარემოზე მზრუნველი ყვავები კი იმის ნათელი მაგალითია, რომ ბუნებას საკუთარ თავზე ზრუნვა დამოუკიდებლადაც გამოსდის

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ პარკში "დასაქმებულ" ყვავებს წარმატება და კარიერული წინსვლა ვუსურვოთ.