ვიქტორია ბექჰემის ყოფილ სარძლოს გოგო შეუყვარდა

ვიქტორია ბექჰემის ყოფილ სარძლოს გოგო შეუყვარდა

21 წლის მოდელი ხლოე მორეცი, სულ ცოტა ხნის წინ, მაყურებლის წინაშე მსახიობის ამპლუაში წარსდგა. მან ფილმში The Miseducation of Cameron Post-ში ითამაშა, სადაც მისი გმირი ჰომოსექსუალია.

ახალგაზრდა მოდელი როგორც ჩანს, როლიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა, ჟურნალისტებმა ის მალიბუზე დააფიქსირეს, სადაც 27 წლის მოდელთან კეიტ ჰარისონთან ერთად იმყოფებოდა.

გოგონებმა ერთად ივახშმეს, დამშვიდობებისას კი ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. რა ურთიერთობა აქვთ მათ, ამის შესახებ, ჯერჯერობით კომენტარს არცერთი არ აკეთებს.

შეგახსენებთ, ხლოე ზაფხულში დევიდ ბექჰემის ვაჟს, ბრუკლინ ბექჰემს დაშორდა. ის ამბობდა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს ბრუკლინის გარეშე.

მოგვიანებით, პრესა ხლოე მორეცის და 26 წლის მსახიობის დილან ბრაინერის რომანზე ალაპარაკდა.