რას ფიქრობს დედოფალი სამეფო პროტოკოლზე? - მიშელ ობამამ სკანდალური კომენტარი გააკეთა

რას ფიქრობს დედოფალი სამეფო პროტოკოლზე? - მიშელ ობამამ სკანდალური კომენტარი გააკეთა

2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი - მიშელ ობამა, მეუღლესთან ერთად, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ესტუმრა და  წყვილი დედოფალ ელიზაბეტსაც შეხვდა, ოჯახებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და გასაკვირი არ არის, რომ მიშელმა ელიზაბეტის შესახენ კიდევ ერთი აქამდე უცნობი ფაქტი გაუმხილა საზოგადოებას.

ობამამ  მათი შეხვედრის ერთ-ერთი დეტალი გაიხსენა, რამაც მაშინ საზოგადოების ყურადღება მიიქცია. მიშელმა ფოტოს გადაღების დროს დედოფალს წელზე ხელი მოხვია, რაც სამეფო ოჯახის პროტოკოლის უხეშ დარღვევად მიიჩნევა.

„რა თქმა უნდა, გამუდმებით ვფიქრობდი პროტოკოლზე, ვფიქრობდი კიბეზე არ დავცემულიყავი, არავის შევხებოდი და ა.შ.“- აღნიშნა მიშელმა, თუმცა ინცინდენტს მაინც ჰქონდა ადგილი.

სიტუაცია მაშინაც დედოფალმა ელიზაბეტმა განტვირთა და როცა საუბარი პროტოკოლზე ჩამოვარდა დედოფალმა სახალისო და ამავდროულად, სკანდალური კომენტარი გააკეთა.

„ოჰ, ეს სისულელეა, თავი კომფორტულად იგრძენი“- ასე მოიხსენია ელიზაბეტმა პროტოკოლი, რომლის ყველაზე ერთგულ დამცველადაც საზოგადოება სწორედ მას მოიხსენიებს.