რეპერები CARDI B და OFFSET ერთმანეთს დაშორდნენ

რეპერები CARDI B და OFFSET ერთმანეთს დაშორდნენ

Cardi B და ჯგუფ Migos-ის წევრი Offset ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ ქარდიმ ინსტაგრამზე ატვირთულ ვიდეოში ისაუბრა.

"ბევრჯერ ვცადე მასთან ურთიერთობის დალაგება, თუმცა, არაფერი გამოვიდა. სიყვარული საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენი დაშორება არცერთის ბრალი არ არის.

ვფიქრობ, ერთად უკვე ვეღარ ვიქნებით. ყოველთვის მეყვარება ოფსეთი, რადგან ის ჩემი შვილის მამაა. ნამდვილად კარგი მეგობრები და ბიზნესპარტნიორები ვართ", - აღნიშნა არტისტმა.