ნიუ-იორკის აუქციონზე, ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი, რომელშიც რელიგიის კონცეფციაზე ბჭობს, 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1954 წლით დათარიღებული წერილის სავარაუდო ფასი თავდაპირველად $1,5 მლნ იყო, თუმცა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
ნობელის პრიზის მფლობელი აინშტაინი 74 წლის იყო, როდესაც "წერილი ღმერთზე" გერმან ფილოსოფოსს, ერიკ გუტკინდს მისწერა.
ალბერტ აინშტაინი იმ პერიოდში, როცა "წერილი ღმერთზე" დაწერა.
წერილი, რომელშიც აინშტაინი გუტკინდის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარსაც აფასებდა, დღეს მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებული განხილვის საწყისად მოიაზრება. აუქციონზე წარმოდგენილი განცხადებით, სწორედ ეს წერილი გამოხატავს აინშტაინის ფილოსოფიურ და რელიგიურ ხედვებს.
"სიტყვა ღმერთი ჩემთვის ადამიანის სისუსტის პროდუქტი და გამოხატულებაა. ბიბლია კი, ბრძნული, მაგრამ მაინც მარტივი ლეგენდების კოლექცია. ვერცერთი დახვეწილი ინტერპრეტაცია ამ აზრს ვერ შემიცვლის", - წერს აინშტაინი გერმანულ ენაზე.
ფიზიკოსი თავის ებრაულ იდენტობაზეც წერს და დასძენს, რომ, როგორც ყველა რელიგია, ესეც პრიმიტიული ცრურწმენის განსახიერებაა.
აინშტაინის სხვა წერილი აუქციონზე 2017 წელსაც გაიყიდა. 1,5 მილიონ დოლარად შეფასებული ხელნაწერში ბედნიერი ცხოვრების შესახებ ფიზიკოსის რჩევა წერია.