დემი მური ამხილეს

დემი მური ამხილეს

ცნობილ ამერიკელ მსახიობ დემი მურს 43 წლის ლოურენს ბაასმა სასამართლოში უჩივლა. ბატონი ბაასი რამდენიმე წლის განმავლობაში სახელგანთქმული ქალბატონის რანჩოს მმართველი ბრძანდებოდა.

მისტერ ლოურენსის მტკიცებით, დემი მურს მისი ცდუნება სურდა. მას შემდეგ რაც „მორალურმა“ მსახურმა ახლო ურთიერთობაზე უარი განუცხადა, „კერკეტი კაკალის“ ყოფილმა ცოლმა ის სამსახურიდან დაითხოვა.

ლოურენს ბაასი დემი მურისგან საკომპენსაციო თანხად 200 ათას დოლარს მოითხოვს.

დემი მურის ადვოკატებმა ბაასს იქით უჩივლეს და მისი ციხის კედლებში გამომწყვდევა მოითხოვეს.

ბაასი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია.

„დემი მური ფიქრობს, რომ საკმარისია, საკუთარი სექსუალური ენერგია გამოასხივოს, რათა მიიღოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ხოლო თუ უარი ჰკადრეს, შურისძიებით აღივსება და აუცილებლად რაიმე ცუდ საქციელს ჩაიდენს.“ - განაცხადა ლოურენს ბაასმა.

სასამართლო უახლოეს მომავალში გაიმართება და ამერიკულ მას- მედიას დიდი ხნის განმავლობაში სალაპარაკო თემა მიეცემა.