ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა შერმა გამოცემა „The Sun”-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. აღმოჩნდა, რომ სომხური ფესვების მქონე ქალბატონი და მსახიობი ტომ კრუზი ერთი ხანობა საყვარლები ბრძანდებოდნენ.
როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, შერი 39 წლის გახლდათ, 23 წლის ტომი კი დამწყები მსახიობი იყო და ჰოლივუდში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
მათი პირველი შეხვედრა თეთრ სახლში შედგა, საქველმოქმედო ფონდის შეკრებაზე. ქალს ახალგაზრდა ჭაბუკი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა თავისი მფარველობის ქვეშ აეყვანა.
„ჩვენი ურთიერთობა შეიძლებოდა შმაგ რომანში გადაზრდილიყო, რადგან მე მართლა სიგიჟემდე მომწონდა ტომი.“ - განაცხადა 66 წლის შერმა.
ამის შემდეგ ქალბატონმა ტომთან გატარებული „გრძელი ღამე“ გაიხსენა.
„მაშინ ის ძალიან მორცხვი და თავდაჭერილი იყო. ამბობდა, რომ თავი სკოლის მოსწავლე ჰგონია, რომელსაც ხმას არავინ სცემს.“
შერისა და ტომ კრუზის სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. კაცმა სურათის „საუკეთესო მსროლელის“ გადაღებებზე მომავალი ცოლი მიმი როჯერსი გაიცნო და შერს საბოლოოდ დაშორდა.