ამერიკული ყვითელი პრესის მტკიცებით, წინა კვირას ცნობილ მსახიობ დრიუ ბერიმორს თავს მანიაკი დაესხა.
მსახიობი პირად საქმეებზე ნიუ-იორკში იმყოფებოდა და ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. ერთ საღამოს სასტუმროში ვინმე ჯეიმს ჰაფსტეტლერი შეიჭრა და პორტიეს განუცხადა, რომ კინოვარსკვლავის ნახვა სურდა.
საბედნიეროდ ბერიმორი შენობაში არ იმყოფებოდა და დაუპატიჟებელ სტუმარსაც სწორედ ასევე უპასუხეს, მან კი მონადირის ვეებერთელა დანა ამოიღო და მის ქნევას მოჰყვა, თან შეშლილივით გაჰყვიროდა, რომ ქალბატონ დრიუს აუცილებლად მიასიკვდილებდა.
თვითმხილველთა თქმით, უიარაღო დაცვამ ძლივს მოახერხა მისთვის დანის წართმევა და შეჩერება სანამ პოლიცია მოვიდოდა.
თავდამსხმელი 45 წლის უსახლკარო მაწანწალა აღმოჩნდა, რომელსაც უკვე მოეხადა ორი სასჯელი შეიარაღებული თავდასხმებისთვის. მოსამართლემ საქმის განხილვა გადადო ბრალდებულის ფსიქიატრიულ გამოკვლევამდე, დრიუ ბერიმორი კი, ამ შემთხვევამ ისე დააშინა, რომ ახლა თავდაცვითი ღონისძიებების გაძლიერებაზე ფიქრობს.