შერონ სტოუნმა დიზაინერობა დაიწყო

შერონ სტოუნმა დიზაინერობა დაიწყო

ცნობილ ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნს ბოლო პერიოდში კინოში იშვიათად იღებენ. 54 წლის შერონი პრაქტიკულად უმუშევარი დარჩა და რასაკვირველია თავისუფალი დროც გამოუჩნდა. მიხეილ სააკაშვილის „დაქალმა“ ახალი გასართობი იპოვა.

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, სტოუნი დიზაინერობით დაინტერესდა. მსახიობმა იტალიური კომპანია „Fendi”-სთვის შეიმუშავა მოხერხებული მოსასხამის - პონჩოს და საგზაო ჩანთის დიზაინი.

შერონის ნამუშევარმა დიდი აღტაცება გამოიწვია. იტალიელებმა მსახიობთან კონტრაქტი გააფორმეს და ახალი ნიმუშები შეუკვეთეს.

შერონ სტოუნი საკუთარი წამოწყებით აღტაცებულია. ის დარწმუნებული გახლავთ რომ უახლოეს მომავალში ამ სფეროში წარმატებას მიაღწევს და მსოფლიოს სახელგანთქმულ დიზაინერებს შეუერთდება.