რამდენიმე დღის წინ ქალაქ ლოს-ანჯელესში უჩვეულო სასამართლო გაიმართა.
პროცესზე ბრალდებულად ცნობილი მომღერალი ლედი გაგა გამოდიოდა, თუმცა სხდომას მხოლოდ მისი ადვოკატები დაესწრნენ.
რამდენიმე თვის წინ ლედი გაგას თაღლითობაში დასდეს ბრალი. იურისტებმა ერი კრეშმა და ელისონ ოლივერმა მომღერალს იაპონიაში ცუნამის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად მოგროვებული თანხების მითვისება დააბრალეს.
იმ ხანად ლედი გაგამ საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და შეგროვებული თანხა იაპონელი ბავშვების დახმარების ფონდში ჩარიცხა.
აღშფოთებულმა მომღერალმა იურისტებს იქით უჩივლა. ბიუროკრატიას აშშ-შიც აქვს ფეხი გადგმული. სასამართლოს გამართვამდე დიდი დრო გავიდა.
ლედი გაგას სასიხარულოდ სხდომა წინა კვირას ჩატარდა და ის სრულიად გაამართლეს. მომჩივანი იურისტები მკაცრად გააფრთხილეს და სასამართლოს ხარჯები დააკისრეს.