ანჟელიკა ჰიუსტონი მემუარებს ჩაუჯდა

ანჟელიკა ჰიუსტონი მემუარებს ჩაუჯდა

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილმა მსახიობმა ანჟელიკა ჰიუსტონმა მემუარების წერა დაიწყო.

სახელგანთქმული რეჟისორი ჯონ ჰიუსტონის ქალიშვილი ანჟელიკა განსაკუთრებული პოპულარობით გასული საუკუნის 80-იან წლებში სარგებლობდა.

ბოლო პერიოდში 61 წლის ანჟელიკა ჰოლივუდიდან წამოვიდა და მწერლობა განიზრახა. ის მემუარებს ჩაუჯდა, რადგან თვლის რომ საკუთარი ბიოგრაფიიდან საკმაოდ ბევრი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი.

მემუარებში დიდი ადგილი დაეთმობა ჯონ ჰიუსტონს, ასევე ანჟელიკას ხანგრძლივ რომანს მსახიობ ჯეკ ნიკოლსონთან.

ჯეკი და ანჟელიკა 1985 წელს ერთად მუშაობდნენ გახმაურებულ კომედიურ ტრილერზე „პრიცის ოჯახის ღირსება“. ამ სურათმა ანჟელიკა ჰიუსტონს „ოსკარი“ მოუტანა მეორე პლანის საუკეთესო როლის ნომინაციაში.

მემუარების წიგნს საზოგადოება სავარაუდოდ მომავალი წლის დასასრულს იხილავს.