გამოცემა „New Musical Express”-ინფორმაციით, ცნობილ მომღერალ რობი უილიამსს სასამართლოში უჩივლეს.
რამდენი თვის წინ რობი ლოს-ანჯელესში მდებარე ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსს გადიოდა.
ერთ ღამეს უილიამსი კლინიკიდან გაიქცა და ქალაქის ბარებში კარგად „იგრიალა.“ შემთვრალმა დაიჩივლა, რომ კლინიკაში „საკონცენტრაციო ბანაკის რეჟიმი“ იყო გამეფებული.
მომღერლის სამწუხაროდ, დაუფიქრებელი ნათქვამი მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. მისი „აზრები“ ნარკოლოგიური ცემტრის ხელმძღვანელობას მიუტანეს.
დირექტორმა და ექიმებმა ცილისწამებისთვის უილიამსისაგან ერთი მილიონი დოლარი მოითხოვეს. მართალია მომღერალმა თავი იმართლა ვიხუმრეო, მაგრამ ამერიკელი ექიმები იუმორთან მწყრალად არიან.
სასამართლო უახლოეს თვეებში გაიმართება და დიდია ალბათობა, რობი უილიამსს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწიოს.