ამერიკული მას-მედიის ინფორნაციით, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო კინოს ლეგენდამ, 95 წლის კერკ დუგლასმა ლოს-ანჯელესის უსახლკაროები დააპურა.
„საპატიო ასაკის“ გამო ამ ღონისძიებაში მსახიობმა აქტიური მონაწილეობა ვერ მიიღო. ის უბრალოდ მანქანაში იჯდა და ნებისმიერ მსურველს საკუთარ ავტოგრაფს ჩუქნიდა.
საქველმოქმედო აქციაში დუგლასის გარდა ქალაქის მერი და სხვა სახელგანთქმული ადამიანები მონაწილეობდნენ, მათ შორის მსახიობი მინი დრაივერი.
ლოს-ანჯელესის მაწანწალებმა და ღატაკებმა სახელოვანი „სპარტაკისგან“ შემწვარი ღორის ხორცის დიდი ნაჭერი, კარტოფილის პიურე, ფუნთუშები და გოგრის ღვეზელი მიიღეს.
საერთო ჯამში ვარსკვლავებმა სამ ათასზე მეტი ადამიანი დააპურეს, შემდეგ კი სუფრას თავად შემოუსხდნენ.