ბეთქილ შუკვანი, ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენი, აცხადებს, რომ ლონდონში საკუთარი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრები სდევნიდნენ.
ეს ოლიმპიური ამბავი ჯაშუშურ ტრილერს წააგავს.
იმის მაგივრად, ლონდონის ოლიმპიური თამაშებიდან შინ დაბრუნებულ სპორტსმენს კორინთულ სპორტულ სულზე ელაპარაკა, ის საკუთარი მთავრობის ინტრიგების, სატელეფონო მოსმენების და იმის შესახებ ყვებოდა, თუ როგორ შიშობდა, რომ გაიტაცებენ.
სპორტსმენი ამბობს, რომ იძულებული გახდა ოლიმპიური სოფლის შენობის მეორე სართულიდან, აივნიდან გადამხტარიყო, რათა გაქცეოდა მისი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრებიდან შემდგარ ჯგუფს, რომელიც „ემუქრებოდა“ და ეძებდა მას შემდეგ, რაც ის ასპარეზობას გამოეთიშა.
ახლა ბეთქილ შუკვანი, ქართველი ძიუდოისტი, არაორდინარულ ნაბიჯს დგამს და ლონდონურ იურიდიულ ფირმას, “მიშონ დე რეიას” სთხოვს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ამ შემთხვევის გამოძიების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
გასულ კვირას თავის ქვეყანაში ცნობილი და პოპულარული 23 წლის კაცი, ლონდონში ჩამოვიდა და იმ იურიდიული ფირმის ცენტრალურ ოფისში მივიდა, რომელიც უელსის პრინცთან განქორწინების პროცესში უელსის პრინცესას, დიანას ინტერესებს წარმოადგენდა. აქ, ამ ფირმაში მოყვა მან ისტორია, რომელიც „ცივი ომის“ პერიოდის სპორტსმენების გაქცევის ამბავს უფრო გაგახსენებდათ, ვიდრე ლონდონის ოლიმპიადის მეგობრულ და საზეიმო ატმოსფეროს.
სპორტსმენი ამტკიცებდა, რომ პრობლემები ასპარეზობის დაწყებამდე გაუჩნდა, მაშინ, როდესაც არ დაემორჩილა ლადო ვარძელაშვილს, საქართველოს სპორტის მინისტრს და პირობა დადო, რომ ოლიმპიურ მედალს ოპოზიციურ კოალიციას „ქართულ ოცნებას“ მიუძღვნიდა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა „ქართული ოცნების“ მდიდარ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან სურათიც კი გადაიღო.
საქართველოს 35 კაციანი ოლიმპიური გუნდი მთავრობის მიერ გამართულ წვეულებაზე იყო მიწვეული, მაგრამ შუკვანი ამის ნაცვლად ოპოზიციის ღონისძიებაზე წავიდა.
შუკვანი აცხადებს, რომ დაშინება ლონდონში გადმოფრენის დროს, თვითმფრნავში დაიწყო. მაშინ მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, გიორგი უდესიანმა ყვირილით აცნობა სპორტსმენებს შემდეგი: „ყველას, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ იქნება ასოცირებული პირში დინამიტს ჩუდებენ და ფითილს ცეცხლს წაუკიდებენ.“
მოგვიანებით, შუკვანის ასპარეზობის წინა საღმოს, უდესიანი თითქოს კიდევ გამოჩნდა გუნდის საცხოვრებელ შენობაში, სტარფორდში და კიდევ უფრო დამამცირებლად მოიხსენია ოპოზიციის მხარდამჭერები.
შუკვანი ამბობს, რომ ამ დაშინებამ ცუდად იმოქმედა მის კონცენტრაციაზე „ფსიქოლოგიურად, ფაქტიურად გამანადგურა“. მას მსოფლიოში მერვე ადგილი ეკავა; მან ევროპის ჩემპიონატზე, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო 2011 წელს და 2012-ში მსოფლიოს თასი მოიგო, რამაც ის ოლიმპიადისთვის მედლის გამოკვეთილ კანდიდატად აქცია. მაგრამ ლონდონის ოლიმპიადაზე ის, თავის მეორე ორთაბრძოლაში, ფრანგმა სოფიენ მილუსმა დაამარცხა, სპორტსმენმა, რომელიც მას 10 ადგილით ჩამორჩებოდა.
მატჩის მსაჯობა სადავო იყო. როგორც შუკვანი ყვება, სპორტსმენთა ნაწილი მის მარცხს სრულიად უსამართლოს უწოდებდა.
შუკვანს უნდოდა, რომ მის დელეგაციას შედეგები გაესაჩივრებინა, მაგრამ მისი თხოვნა უარყვეს. როდესაც ის ვარძელაშვილთან თხოვნით მივიდა, ვარძელაშვილმა, სპორტის მინისტრმა, უბრალოდ დასცინა, ამბობს შუკვანი.
შუკვანის გულშემატკივრები ყვებიან, რომ მისი ორთაბრძოლა იყო ერთადერთი ღონისძიება ქართველი სპორტსმენის მონაწილეობით, რომელიც ნაციონალურმა არხებმა არ გადასცეს.
ყველაზე სასტიკი ეპიზოდი, როგორც ამბობენ, ასპარეზობიდან 2 დღეში მოხდა. შუკვანის თქმით, ის ოლიმპიურ სოფელში, თავის ოთახში იმყოფებოდა, როდესაც მასთან ერთი სპორტსმენი მოვიდა და უთხრა – უდესიანი „მთვრალი და ძალიან გაბრაზებულია და მას 10 თანმხლებთან ერთად ვესტიბიულში ელოდება“.
შუკვანის თქმით, სპორტსმენმა მას უთხრა, რომ უდესიანი მას „ქვევით უსწრაფესად ჩასვლას“ უბრძანებს.
შუკვანი ყვება, რომ ძალიან შეშინდა შემდგომი ზეწოლისა ან კიდევ უფრო უარესის გამო, ამიტომ გადაძვრა მეორე სართული აივანზე და გადახტა. ის გაიქცა ოლიმპიური სოფლიდან და შემდეგ ოჯახისა და მეგობრის დახმარებით მალევე გადმოფრინდა საქართველოში.
თბილისში, საქართველოს დედაქალაქში ის სამი დღის შემდეგ გამოჩნდა და პრეს-კონფერენცია ჩაატარა. ის ამბობდა, რომ ან ბაჯით გაურთულა მთავრობის აგენტებს მისი გატაცება, რადგან ახლა ხალხმა უკვე იცოდა რა მოხდა.
ითვლება, რომ ახლა შუკვანი სოფლად არის, ივანიშვილთან ერთად და მას მილიარდერის მცველები იცავენ. მან ტელეფონით ლაპარაკი არ მოისურვა, რადგან ეშინია, რომ ისმინება.
მეგობარი, რომელიც დახვდა ლონდონში, როდესაც ის იურიდიულ ფირმასთან შესახვედრად ჩამოვიდა, ამბობს, რომ: “ის აშკარად ძალიან იყო შეშფოთებული თავისი უსაფრთხოების გამო. როდესაც სპორტული სოფლიდან გაიქცა, ღამე აქეთ-იქით სიარულში გაატრა. ბრიტანული ვალუტა არ ჰქონდა, მაგრამ ბოლოს მოძებნა ადგილი, სადაც ვალუტა დაახურდავა.
„მერე მან ტაქსი დაიქირავა და უთხრა ერთადერთი ინგლისური სიტყვა, რომელიც იცოდა: „ჰიტროუ“.
ლიზ ელენი, “მიშონ და რეიას” თანამშრომელი ამბობს: „ის მოითხოვს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეთიკის კომისიამ შეისწავლოს პოლიტიკური ჩარევის საკითხი საქართველოს ოლიმპიურ ასოციაციაში.“ოლიმპიური ქარტიის ფუნდამენტური პრინციპია ის, რომ სპორტსმენს უნდა შეეძლოს ასპარეზობა პოლტიკური ზეწოლის გარეშე. ეს ბრალდება იმას გულისხმობს, რომ საქართველოს ოლიმპიური ასოციაცია ქარტიას არღვევს.”ქარტიის მე-4 თავის, 27-ე ქვეთავში თავში ნათქვამია, რომ სახელმწიფოთა ოლიმპიური კომიტეტები უნდა “იცავდნენ საკუთარ ავტონომიას, წინააღმდეგობას უნდა უწევდნენ ნებისმიერ ზეწოლას, მათ შორის პოლიტიკურსაც.”
მის ელენი აცხადებს: “ჩვენ არ გვინდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეაჩეროს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ფუნქციონირება, რადგან ეს რეალურად იმას ნიშნავს, რომ შუკვანმა საკუთარი თავი შეაჩეროს, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა გამოაქვეყნოს გაფრთხილება, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს”.
გიორგი ალექსიძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ბრალდებებს უარყოფს. “სიგიჟეა, რომ უდესიანმა ოლიმპიურ სოფელში 10 კაცი შემოიყვანა. ის ოლიმპიურ სოფელში არ ცხოვრობდა და უნდა იცოდეთ იქ უსაფრთხოების ზომებს როგორ იცავენ. ერთი ბოთლი წყლის შეტანასაც კი ვერ მოახერხებთ. მისი აივნიდან გადახტომა შეუძლებელი რამაა, ჩვენ მეშვიდე, თუ მერვე სართულზე ვცხოვრობდით. ვინმეს ოთახში შევარდა მეორე სართულზე? “მისი გამარჯვება ყველას უნდოდა და ასეც იყო ბოლო ხუთ წუთმდე, მაგრამ ეს სპორტია. რადგან დატოვა ტამტამი, მერე უკვე შეუძლებელი იყო შედეგების გასაჩივრება.”ალექსიძე ამბობს, რომ არაფერი ცუდი ლონდონისკენ მომავალ თვითმფრინავში არ გაუგია და არც ერთ სპორტსმენს არ უთქვამს არაფერი დაშინების ფაქტის შესახებ. მან თვითონ შუკვანი 29 ივლისს ნახა, ანუ ერთი დღით ადრე, უდესიანისა და მისი 10 კომპანიონის ვითომდა გამოჩენამდე.
“მან მითხრა, რომ შინ ოჯახური საქმეების გამო ბრუნდება. ჩვენი ბოლო ლაპარაკი ლონდონში ასეთი იყო. არ ვიცი რის გაკეთებას ცდილობს ახლა. საქართველოში, კრიმინალების გარდა, ყველა დაცულია.”
შუკვანმა ლონდონიდან წასვლა გადაწყვიტა, სხვებმა კი დარჩენა. ოლიმპიური თამაშების დროს ათამდე აფრიკელი სპორტსმენი, რომლებიც კონფლიქტით გახლეჩილი და გაღატაკებული ქვეყნებიდან იყვნენ, ისეთებიდან, როგორიცაა კამერუნი, ერიტრეა, გვინეა და კოტ-დივუარი, ოლიმპიური სოფლიდან გაქრნენ. მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს, ამიტომ შუკვანის ბრალდებები მგრძნობიარე დროს დაემხვა, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ სხვა პირქუშ ბრალდებებს, რომლებიც ყოველთვის ტრიალებს ქართული პოლიტიკის გარშემო.
მიხეილ სააკაშვილს, პრო-დასავლელ ქართველ პრეზიდენტს, რომლის მეორე საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს მთავრდება, არჩევნების გაყალბებაში და ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ.
ივანიშვილი კი მილიარდერია, რომელმაც თავისი ქონება ლითონისა და საბანკო ბიზნესში დააგროვა. ივნისში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ხელისუფლებამ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით “ქართული ოცნების”სამი აქტივისტი დააპატიმრა.
foreignpress.ge