ნინი ბადურაშვილი თხოვდება

ნინი ბადურაშვილი თხოვდება

17 აგვისტოს მცხეთაში, კახიანების აგარაკზე ნინი ბადურაშვილის ნიშნობა გაიმართა. ამის შესახებ გაზეთი "პრაიმ თაიმი" წერს. 26 წლის მომღერალი 31 წლის მოსკოველმა წყალბურთელმა, ირაკლი კუტალაძემ დანიშნა.

ირაკლი საცოლის ოჯახს მშობლებთან ერთად სტუმრობდა. ნიშნობას მხოლოდ ოჯახის წევრები და ნინის ნათლიები - მაია ჯაბუა და ეკა კონტრიძე ესწრებოდნენ. წყვილი დიდი ქორწილის გადახდას ოქტომბრის ბოლოს თბილისში აპირებს. ნინის მეჯვარე მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე იქნება. ქორწილის შემდეგ ნინი საცხოვრებლად მოსკოვში გადავა.

ნინი ბადურაშვილმა ირაკლი ორი თვის წინ თბილისში გაიცნო. პირველი შეხვედრა საქმიან ვითარებაში შედგა, თუმცა საქმიანი ურთიერთობა მალე რომანტიკულში გადაიზარდა.

"ძალიან კარგი ბიჭია, პიროვნულად მაშინვე დაიმსახურა ჩემი პატივისცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი რთული ხასიათიდან გამომდინარე, ვერ მომხიბლავდა. ირაკლიმ დიდი ყურადღება და სითბო გამოიჩინა. ამ მოკლე პერიოდში იმდენი კარგი თვისება დავინახე და იმდენად ჩემიანი გახდა, რომ ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - აცხადებს მომღერალი "პრაიმ თაიმთან" ინტერვიუში.

ირაკლის მამას მოსკოვში კერძო ბიზნესი აქვს. ბაბუა, გივი ჩიქვანაია ცნობილი წყალბურთელია. ირაკლიც ბაბუის კვალს გაჰყვა, 15 წელი რუსეთის ნაკრებში თამაშობდა. გარდა ამისა, მოსკოვში არბატზე საკუთარი რესტორანი აქვს.