პოლ ჰაგისი საიენტოლოგიას გაემიჯნა

პოლ ჰაგისი საიენტოლოგიას გაემიჯნა

ცნობილი კანადელი სცენარისტი და რეჟისორი პოლ ჰაგისი წლების განმავლობაში საიენტოლოგიის აქტიური მიმდევარი გახლდათ.

ჰოლივუდში ჰაგისი მეორე იყო, რომელიც ამ რელიგიას იზიარებდა ტომ კრუზის შემდეგ.

კრუზი საიენტოლოგიის მიმარ ერთგულებას დღემდე მტკიცედ ინარჩუნებს. ამ მიზეზის გამო გაყრილ ცოლთან სასამართლო პროცესითაა დაკავებული. მას სურს რომ ქალიშვილი ამ რელიგიური სექტის წესებით აღზარდოს. რასაკვირველია მეუღლე ამისი სასტიკი წინააღმდეგია.

59 წლის ჰაგისი კი უკვე „გამოფხიზლდა“. ამის მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ რელიგიური ორგანიზაცია ცალსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ ილაშქრებს.

პრემია „ოსკარის“ ლაუერატი, პოლ ჰაგისი 35 წლის მანძილზე იყო საიენტოლოგიის ერთგული მიმდევარი.