ცვილის ფიგურების გასაჭირი

ცვილის ფიგურების გასაჭირი

გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, მადამ ტიუსოს მუზეუმში მოთავსებული ბრედ პიტის გაშიშვლების მსურველთა რიცხვი განუხრელად მატულობს.

აქაური თანამშრომლების თქმით, დამთვალიერებელ ქალბატონებს ყველაზე მეტად სწორედ ის აინტერესებთ, რასაც წელს ქვემოთ, შარვალი უფარავს ცნობილ სექს-სიმბოლოს. ისინი არც გვერდით მდგარ ანჯელინა ჯოლის ერიდებიან.

ქალების ფიგურებს, თურმე კიდევ უფრო მეტი გაჭირვება ადგათ. მაგალითად, ნაომი კემპბელის „შეკეთება“ უკვე მერამდენჯერ გახდა საჭირო. მუზეუმში შემოპარული „მანიაკები“ მისი სხეულის „დატორვას“ ხშირად ახერხებენ.

ნაომის „კონკურენტიც“ გააჩნია მოდელი ელ მაკფერსონის სახით. მისი ცვილის ქანდაკებას მეტად პიკანტური სამოსი აცვია (მოკლე მაისური, ჭიპსაც რომ ვერ უფარავს და სუპერმინი ბოლოკაბა).

მაკფერსონის სხეულის „თაყვანისმცემლებმა“ კემპბელის ფიგურას აშკარად „გადაუჯოკრეს“. საჭირო გახდა ქალბატონი ელის გვერდით სპეციალური მცველიც კი დაეყენებინათ, იმდენად დიდი გახლდათ „მოკლე კაბის ქვეშ შეძვრომის“ მსურველთა რაოდენობა.