ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ცნობილი მსახიობი ტომ კრუზის შვილობილი კონორ კრუზი ახალ სურათში თამაშობს.
ეს ფილმი წარმოადგენს რიმეიკს 1984 წელს გადაღებული „წითელი განთიადისა“. მისი სიუჟეტის თანახმად, ამერიკელი მოსწავლეების ჯგუფი პარტიზანულ მოძრაობას წამოიწყებს რუსი და ჩინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ქალაქს დაიპყრობენ.
ამ სურათში უმცროსი კრუზი დაპყრობილი ქალაქის მერის ვაჟის როლს ასრულებს.
კონორი, ფილმის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად, კარგა ხანს გადიოდა დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსს ბაზაში, რომლის ადგილსამყოფელი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.
წინასწარი გეგმის მიხედვით, მხატვრული სურათი „წითელი განთიადი - 2“-ის კინოპრემიერა, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გაიმართება.