ლონდონის ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ამ ასპარეზობის საზეიმო დახურვა რამდენიმე დღის წინ გაიმართა და პომპეზურ ღონისძიებად გადაიქცა.
ოლიმპიური თამაშების გამოთხოვებისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა შემდეგმა ჯგუფებმა მიიღეს: „The Who”, “Elbow”, “Take That”, “Spice Girls”.
ცნობილი გახდა რომ თამაშების ორგანიზატორებს რამდენიმე პოპულარულმა ჯგუფმა და მუსიკოს-შემსრულებელმა გამოსვლაზე სასტიკი უარი განუცხადა.
თავდაპირველი მოლაპარაკების მიხედვით, მომღერალ დევიდ ბოუის ოლიმპიურ სარბიელზე კომპოზიცია „Heroes” უნდა შეესრულებინა. ყველასათვის მოულოდნელად მუსიკოსმა უარი განაცხადა და ოლიმპიური თამაშების დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეობა არ მიიღო.
თამაშების ორგანიზატორები ასევე გააწბილეს ჯგუფებმა „The Rolling Stones” და „Sex Pistols”. მათ რიცხვს შეუერთდა მომღერალი ქეით ბუშიც. ამ უკანასკნელმა უარი ოლიმპიადის დასრულებამდე სამი დღით ადრე განაცხადა.