გამოცემა „New Musical Express”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 აგვისტოში გაყიდვაში პოპულარული ბრიტანული ჯგუფი „Supertramp”-ის ახალი ალბომი გამოვა.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „Songs Of The Century: An All-Star Tribute To Supertramp.”
„Supertramp”-ის წევრებთან ერთად მის მომზადებაში მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა ჯგუფმა მიიღო. მათ შორის იყვნენ „Deep Purple”, “Asia”, “King Crimson”, “Yes”, “The Doors”, “XTC”, “Dream Theater”, “Toto”, “Mr. Mister”, “Rainbow” და სხვები.
ზემოთდასახელებული ჯგუფები “Supertramp”- ის რეპერტუარში არსებული პოპულარული კომპოზიციების ე.წ. ქოუვერ ვერსიებს შეასრულებენ.
თავად ბრიტანული ჯგუფი ამჟამად დაშლილია და მუსიკოსები მხოლოდ ამ ალბომის ჩაწერისთვის შეიკრიბნენ.