”ოსკარის” ორგზის მფლობელმა შონ პენმა, ცოტა ხნის წინ, უარი თქვა ერთდროულად ორ პროექტზე. მსახიობმა ეს გადაწყვეტილება ახსნა საოჯახო საქმეებით დაკავების სურვილით. პირველი ფილმი, რომელიც უნდა გამხდარიყო 1993 წელს გადაღებული იტალიური ფილმის "La scorta" არაპირდაპირი რიმეიკი გახლდათ.
ფილმი უნდა გადაეღოთ ამ წლის ზაფხულში. პენის გმირს უნდა დაეცვა შვილი უმოწყალო მექსიკელი ბანდიტებისაგან, რომლებმაც თავის დროზე მოუკლეს ცოლი. მეორე პროექტი დაფუძნებული იყო გასულ საუკუნეში პოპულარულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიაზე. სამი უნიათო მეგობრის როლი უნდა შეესრულებინათ შონ პენს, ჯიმ კერისა და ბენისიო დელ ტოროს.
სტუდიებისთვის პენის უარი სიურპრიზი აღმოჩნდა და მათ დაიწყეს შემცვლელის ძებნა. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის გაზაფხულზე პენმა დაასრულა გადაღება ფილმში ”პატიოსანი თამაში”, რომელშიც პარტნიორობა გაუწია ნაომი უოტსმა. ”ოსკარის” დაჯილდოვების გასულ ცერემონიალზე შონ პენს ერგო პრიზი ფილმისათვის ”ჰარვი მილი”.