მიმდინარე წელს ცნობილ ბრიტანულ გამოცემას „New Musical Express” დაარსებიდან 60 წელი უსრულდება.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ჟურნალმა საკუთარ მკითხველებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და ბოლო 60 წლის განმავლობაში, „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული კომპოზიციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ სიის სათავეში გასულ წელს გარდაცვლილი ემი ვაინჰაუსის სიმღერა „Rehab” მოექცა. გამოკითხვაში მონაწილე ბრიტანელმა მელომანებმა სულ 100 სიმღერა დაასახელეს. აქედან ხმათა დიდი ნაწილი ვაინჰაუსის კომპოზიციას ერგო.
საპატიო მეორე პოზიციაზე ჯგუფი „The Killers”-ის სინგლი „Mr. Brightside” გავიდა, მესამეზე კი ჯგუფი „Joy Division”-ის კომპოზიცია „Love Will Tear Us Apart”.
პირველ ათეულში შემდეგი კომპოზიციები განთავსდა: “The Strokes” – “Last Nite”, “Nirvana” – “Smells Like Teen Spirit”, “The Cure” – “Boys Don’t Cry”, “The Smiths” – “There Is A Light That Never Goes Out”, “The Clash” – “London Calling”, “Arctic Monkeys” – “I Bet You Look Good On The Dancefloor”, “The Kinks” – “You Really Got Me”.