ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა ჰარისონ ფორდმა საკუთარი სახლი გაყიდა.
„ინდიანა ჯონსი“ და მისი მეუღლე კალისტა ფლოკჰარტი უბინაოდ არ დარჩენილა. წყვილმა ლოს-ანჯელესში ახალი საცხოვრებელი ფართი შეიძინა.
მათი ახალი „ბუდე“ 12.65 მილიონ დოლარადაა შეფასებული და რასაკვირველია ქალაქ ლოს-ანჟელესში მდებარეობს.
სახლის მიმდებარე ტერიტორია 200 აკრს მოიცავს. „ბინა“ მეჩვიდმეტე საუკუნეშია აგებული და მხოლოდ და მხოლოდ 60 ოთახისგან შედგება. სახლში არის სამეჯლისო დარბაზი, სამი სამზარეულო და ექვსი საძინებელი.
აგვისტოს დასასრულს ფორდი-ფლოკჰარტის ოჯახური წყვილი ახალმოსახლეობას გეგმავს და ამ ღონისძიებაზე არაერთ ცნობილ პიროვნებას ვიხილავთ.