კოსმეტიკური ბრენდი Nivea ცნობილ ბარბადოსელ მომღერალთან, რიანასთან თანამშრომლობას წყვეტს.
კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება რიანას პროვოკაციული ქმედებებისა და სკანდალების სიყვარულის გამო მიიღო.
2011 წელს სწორედ Nivea იყო მომღერლის მსოფლიო ტურნეს სპონსორი. ხოლო ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ჩართვის შემდეგ, რიანა ყველაზე მდიდარ ვარსკვლავთა სიაში აღმოჩნდა. მაშინ ვარსკვლავმა ამ კამპანიის წყალობით 53 მლნ დოლარის გამომუშავება შეძლო.
"რიანა ჩვენს სარეკლამო რგოლებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. არ მესმის, როგორ შეიძლება ასოცირდებოდეს რიანა ჩვენს ბრენდთან.
Nivea ეს არის კომპანია, რომელიც მხარს უჭერს ჯანმრთელობას, ცხოვრების ჯანსაღ წესს და ოჯახურ ჰარმონიას. ამ ყველაფერთან კი რიანა არ ასოცირდება", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, სტეფან ფეიდენრეიჰმა.