აქსელ ფოული ბრუნდება

აქსელ ფოული ბრუნდება

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი ედი მერფი პირობას იძლევა რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდება დეტექტივ აქსელ ფოულის როლში თავის დროზე გახმაურებული სურათის მეოთხე ნაწილში.

ფილმის „პოლიციელები ბევერლი-ჰილზიდან“ მესამე ნაწილი მსოფლიო კინოეკრანებზე შორეულ 1994 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ მისი გაგრძელების გადაღება არაერთხელ სურდათ მაგრამ საქმე მკვდარი ადგილიდან ახლახანს დაიძრა.

ახალი ფილმის პროდიუსერი ლორენცო დი ბონავენტურა იქნება.

სცენარისტებმა გადაწყვიტეს რომ დეტექტივი აქსელ როუზი კვლავ დააბრუნონ.

ამ სურათის პირველმა ნაწილმა კინოგაქირავებაში 315.7 მილიონი დოლარი მოაგროვა, მესამე სერიამ კი 299.6 მილიონი.

სამაგიეროდ მესამე სურათი ამავე სერიიდან „უიმედოდ“ ჩაფლავდა და გადაღების ხარჯები ძლივს დაფარა.

ედი მერფის მტკიცებით, „პოლიციელები ბევერლი-ჰილზიდან - 4“-ის გადაღება მომავალ წელს დაიწყება.