8 აგვისტოს, ღამით, ზუსტად 12 საათზე, ფოთის პორტში პირველი ბომბი, მეშვიდე ტერმინალზე ჩამოვარდა, რასაც რუსული ბომბდამშენების კიდევ რამდენიმე საჰაერო იერიში და ბომბის ჩამოგდება მოჰყვა. დაბომბვისას, მეშვიდე ტერმინალზე პორტის 30-მდე მუშა-მოსამსახურე იმყოფებოდა, რომელთაგან ექვსი ადგილზე დაიღუპა, ორი კი, საავადმყოში გადაყვანის შემდგ, კიდევ 4 ფოთელი რეზერვისტი, სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვას შეეწირა. აგვისტოს ომში დაღუპული 12 ფოთელის სახელის უკვდავსაყოფი დიდების მემორიალი, 2009 წელს, ომის წლისთავზე გაიხსნა და ტრადიციულად, სწორედ ამ ადგილას ყოველწლიურად, მათი მოსაგონარი ღონისძიებები იმართება.
დღევანდელი ღონისძიება, არ იყო არაფრით გამორჩეული წინა წლებთან შედარებით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პირველად წელს, 10 აგვისტოდან, გიორგი ჩიტაიას სახელობის მუზეუმში, ერთ კვირიანი გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ომის დღეების ამსახველი ფოტოები.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე 2008 წლის საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი და ომში დაღუპულთა ობელისკი გვირგვინით შეამკეს. გაიმართა აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტო-მასალის გამოფენა.
ობელისკის გვირგვინით შემკობის შემდეგ, სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ, დაღუპული ფოთელების ნათესავები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეკრებილებს, სიტყვით მიმართა, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯოზეფ ქროულმა.
დიდების ობელისკთან, ხელისუფლების წარმოამდგენლების წასვლის შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ. 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან მდუმარე აქცია გამართეს, სანთლები დაანთეს და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს. სააქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა ბერაიას განცხადებით, დაღუპული ფოთელებისთვის პატივის მიგება ყველა ფოთელის ვალია.
ბერაია ფოთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ღირსეული ყურადღება დაუთმოს დაღუპულთა ოჯახებს.
„მათ, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყანა, ქალაქი და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ასევე ღირსეული პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ჩვენი ორგანიზაცია ამისთვის ქველაფერს გააკეთებს“,-დასძინა ბერაიამ.
„ქრისტიან-დემოკრატები“, ფოთელი „მემარჯვენეების“ ახალგარდულმა ორგანიზაციამ ჩაანცვლა. ობელისკის ყვავილებით შემკობისა და წუთიერი დუმილის შემდეგ, მათ სიმბოლურად 12 სანთელი დაანთეს და ომის დღეები გაიხსენეს.
დიდების მემორიალის შემკობის შემდეგ მათ სასაფლაოზე გადაინაცვლეს და დაღუპულების საფლავები ყვავილებთ შეამკეს.
როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაალ კვინჩიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დღესვე, მათი თხოვნით საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გაიმართება.
სამგლოვიარო მსვლელობითა და წუთიერი დუმილით აღნიშნეს დღევანდელი თარიღი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთელმა წევრებმა. კოალიციის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ეკა ბესელიამ მხარდამჭერებთან ერთად, დიდების ობელისკთან ყვავილები მიიტანა და წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეკა ბესელიას განაცხადებით, დაღუპულთა ოჯახები, როგორც ხელისუფლების, ისე ყველას მხრიდან მეტი ყურადღებასა და მხარდაჭერას იმსახურებენ. ბესელიას თქმით, ხელისუფლებამ ეს ოჯახები უყურადღებოდ დატოვა.
„ფოთმა, ერთ-ერთმა პირველმა იწვნია აგვისტოს დღეების ტრაგიკულობა და მძიმე დღეები. ჩვენი მოვალეობაა, მათ ოჯახებს დავუდგეთ ახლა ღირსეულად და ეს ყველას ერთად გასაკეთებელი საქმეა. მე მქონდა, რამდენიმე დაღუპულის ოჯახის წევრთან შეხვედრის შესაძლებლობა და ზუსტად ვიცი, რომ მათ ეს აკლიათ. ამას არ ვამბობ პოლიტიკური მოსაზრებებიდან და პიარისთვის, დღეს ამის დრო არ არის,“-განაცხადა ბესელიამ.
კოალიციის წევრებმა და მხარდამჭერებმა, დიდების ობელისკიდან დაღუპულთა საფლავებზე გადაინაცვლეს. საღამოს კი, მათივე ინიციატივით, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართება, რომელშიც ახალგაზრდული ფრთის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
დღის ბოლოს, ფოთში, პორტის ტერიტორიაზე პრეზიდენტი სააკაშვილი მივიდა, თუმცა, მისი და დაღუპულების ოჯახის წევრების შეხვედრის გაშუქების საშუალება, ადგილობრივ მედიას არ მიეცა.
8 აგვისტოს ჰაერიდან დაბომბვის შემდეგ, რუსული ტანკები ფოთში, 2008 წლის 11 აგვისტოს გამოჩნდნე და ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელში, ასევე ზღვის სანაპიროზე განთავსდნენ, ყველა ამ ადგილას მათ ბლოკ-საგუშაგოები მოაწყვეს. ფოთის რუსული ოკუპაცია ზუსტად 33 დღე გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში, რუსი სამხედროების მიერ გაიქურდა და განადგურდა თითქმის ყველა სამხედრო ბაზა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს, ადგილზევე ააფეთქეს ან დაწვეს.