ქეთი მელუა უმდიდრეს ბრიტანელ მომღერალთა სიაში მეორე ადგილზეა

ქეთი მელუა უმდიდრეს ბრიტანელ მომღერალთა სიაში მეორე ადგილზეა

ქართველი ქეთი მელუა მეორე ადგილზეა 30 წლამდე ასაკის უმდიდრეს ბრიტანელ მომღერალ ქალთა სიაში.

სიის თავში ცნობილი მომღერალი ადელია, რომელსაც 20 მლნ გირვანქა სტერლინგი აქვს, რაც გასულ წელთან შედარებით 14 მლნ დოლარით მეტია. მეორე ადგილს სამი მომღერალი ინაწილებს 12 მლნ გირვანქა სტერლინგით - შერილ კოული, ლეონა ლუისი და ქეთი მელუა.

ყველაზე მდიდრები ახალგაზრდა ვარსკვლავ მამაკაცებს შორისაც გამოავლინეს და სიის სათავეში დენიელ რედკლიფია. თანაც, კაცები ქალებისგან განსხვავებით უფრო სოლიდურ თანხებს შოულობენ - დენიელს 54 მლნ გირვანქა სტერლინგი აქვს.

ქეთი მართლაც ძალიან წარმატებულია. მას მერე, რაც გათხოვდა, აქტიური მუსიკალური კარიერა წამით არ მიუტოვებია.
ივლისის შუა რიცხვებში ქეთი შვეიცარიის ქალაქ მონტრეში გამართულ საკმაოდ საინტერესო ფესტივალში მონაწილეობდა. სახელგანთქმულმა ამერიკელმა ჯაზმენმა და პიანისტმა კუინსი ჯონსმა საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლები სხვადასხვა ქვეყნიდან. "მე 79 წლის ვარ, ისინი კი ისეთი ახალგაზრდები და ენერგიულები არიან", - აღნიშნა კუინსიმ და ამ მომღერლებს შორის ფესტივალზე ქეთი მელუაც წარადგინა.