რამდენიმე დღის წინ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ჩასულმა ქართულმა სპორტულმა დელეგაციამ თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა.
ოლიმპიადის მეორე დღეს ლაშა შავდათუაშვილმა გვასახელა და ოქროს მედალი მოგვიტანა. სპორტსმენები ჯილდოებს იღებენ და სამშობლოს ჩვენც ხომ უნდა გამოვადგეთო, გაიფიქრეს აქედან წასულმა „გულშემატკივრებმა“. ჩანაფიქრი საქმედ აქციეს და „სპორტის თაყვანისმცემელი“ გია უდესიანი ლონდონში „გადასროლილ“ ათ ზონდერთან ერთად ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანთან საქმის გარჩევას აპირებდა. ამისი მიზეზი შუკვანის განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია გახლდათ, სპორტსმენი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.
ბეთქილმა მეგობრების დახმარებით უდესიანის „შურისძიებას“ გამოასწრო და თბილისში ჩამოვიდა. „ქართული ოცნების“ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ხმა „მძიმე არტილერიამ“ - ლადო ვარძელაშვილმა ამოიღო.
ქართული სპორტის ამჟამინდელი მაღალჩინოსნის მტკიცებით, ბეთქილ შუკვანი თურმე ქურდი ყოფილა და ცოტა ხნის წინ გერმანიის ერთ-ერთ მაღაზიაში საქონელი მოუპარავს. სიმართლე გითხრათ და ვარძელაშვილმა ქართველი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა. მის ნაბიჯს „არაკაცობა“ შეიძლება ეწოდოს. თუ ქურდი გახლდათ შუკვანი, ამ ფაქტს დღემდე რატომ მალავდა და ოლიმპიურ თამაშებზეც რატომ წაიყვანეს?
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთგულების გამო ვარძელაშვილმა სინდის-ნამუსზე ხელი აიღო. არ შეიძლება ადამიანმა საყოველთაოდ მიღებულ ცხოვრებისეულ პრინციპებზე უარი განაცხადოს და უკადრებელი იკადროს. ბოლოს და ბოლოს, შუკვანს გერმანიაში მართლა რომ მოეპარა, „ქართული ოცნების“ სიმპათიის გამო ამ ფაქტს შეარჩენდნენ?
ალბათ, უმჯობესი იქნება თუ ძიუდოისტის მოსაზრებას გავეცნობით.
- ეს არის ტყუილი. მე მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ გერმანიაში არა მხოლოდ მე, არამედ იქ მყოფი ყველა სპორტსმენი დაიჭირეს და ყველა მათგანი დაკითხეს. იმ პერიოდში გერმანიაში 5000 სპორტსმენი იყო ჩასული და იმ მომენტისთვის, როცა იქ რაღაც ინცინდენტი მოხდა, ვინც კი სავაჭრო ცენტრში არსებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, ყველა დაიჭირეს, დაკითხეს და შემდეგ გამოუშვეს. მოგეხსენებათ, გერმანელებს მართლმსაჯულების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ისინი ჩვენი ხელისუფლების მსგავსად არ მოქმედებენ. ჩვენთან ჭორის დონეზე რომ რაღაც იციან, მაშინვე გიჭერენ. იქ კი განსხვავებული სიტუაციაა. როდესაც გერმანელებმა ნახეს, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, ბოდიში მომიხადეს, პოლიციიდან გამომიშვეს და სასტუმროშიც თვითონვე მიმიყვანეს. სხვა იქ არაფერი მომხდარა. ჩვენს ხელისუფლებაში ტყუილის დაბრალება კარგად იციან, ალბათ კიდევ ბევრ რამეს მომიგონებენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ესენი და ვინ არის ბეთქილ შუკვანი.
ვარძელაშვილს, შუკვანის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამო საზოგადოების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. გუშინ საღამოს, ინტერნეტში „გავისეირნე“ და ბატონი ლადოს მიმართ ქართველი ფორუმელების აზრებს გავეცანი. ამ „მოგზაურობის“ შედეგს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
„რადგან ასეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენ მიმართ, არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ ახლა ვიტყვი: გერმანიაში ვიყავით ტურნირზე და ბეთქილ შუკვანმა ერთ-ერთ სპორტსმენთან ერთად მაღაზიიდან ნივთები მოიპარა, მაგრამ ხელი დავაფარე და არსად არ მითქვამს. მის მიმართ რომ აგრესია მქონოდა, ამას არ გავაკეთებდი,“ - ამბობს ვარძელაშვილი.
„მინისტრმა ვარძელაშვილმა აღიარა დანაშაულის დაფარვა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეა და საკმაოდ მძიმედ ისჯება.“
„რამხელა ალისტრახოა ვარძელაანთ გაუნათლებელი და უწიგნური ყმაწვილი.“
„აუ, რა მარაზმში ვართ აზრზე ხართ?“
„ჯერ ისიც საკითხავია მართლა მოიპარა შუკვანმა ნივთები თუ ვარძელაანთ კაცუნამ ეს ისტორია შეთხზა როგორც „დედაააა, მირტყამენ-ში“, დარჩენილმა ქალაჩუნამ.“
„ვარძელაშვილო, არ მომწონს შენი საქციელი სასტიკად.“
„ან თავის დროზე ხელის დაფარება რა იყო, ან ახალა ამის თქმა.“
„ნაცებო, არ შეიძლება ამ კაცს ისეთი თანამდებობა გამოუძებნოთ, რომ სადმე მაინც ივარგოს?“
„გულის ამრევია ვარძელაშვილის განცხადება.“
„მან ამ განცხადებით ბოღმა ვერ დამალა შუკვანის მიმართ. ვარძელაშვილის განცხადების შემდეგ, ძნელია შეიტანო ეჭვი შუკვანის განცხადების სისწორეში.“
„ესენი მინისტრები და თანამდებობის პირები კი არა შპანაა შეყრილი. ხანდახან მიკვირს ხოლმე, სახელმწიფო როგორ ფუნქციონირებს.“
„და ესაა მინისტრი, ეს მრგვალი ლოყაწითელა ქლიბი? საქართველოს სპორტის მინისტრი თუ ორღობის დონის ჭორიკანა?“
„ღმერთო, ამნაირი რა დააშავა საქართველოში შობილ-მცხოვრებმა ხალხმა ამ ტაშფანდურებს რომ უნდა უყურონ დილა-შუადღე-საღამოს?“
„მინისტრისთვის უღირსი განცხადება გააკეთა.“
„ვარძელაშვილმა უკეთესია იმ მიზეზებზე ისაუბროს რატომ ჩავისვარეთ და არა ვის დააფარა ხელი. მინისტრი უნდა ხვდებოდეს რომ ოლიმპიადაა და მხოლოდ სპორტზე ისაუბროს, ეცადოს მაინც ინტერვიუებში. თქვენი არ ვიცი, ოლიმპიადა ყოველთვის ზეიმი იყო და წელს საერთოდ არ მაქვს ინტერესი ვუყურო, ისეთი ბოგინა ხალხია ირგვლივ.“
„რადიოპალტირასთან ინტერვიუში შუკვანმა აღიარა რომ იყო ეს ფაქტი, მაგრამ ქურდობა კი არა გაუგებრობა იყო.“
„1. თუ მოიპარა გააჩნია რა და რა ღირებულების, თან ეს მინისტრმა რომ იცის.
ა) დაიჭირეს ფაქტზე შუკვანი და სავარაუდოდ ჯარიმა გადაიხადა ან მოაგვარა მინისტრმა?
ბ) ესეც ალბათ მასთან ერთად იპარავდა.
2. შე დალოცვილო, თუ ქურდი იყო შუკვანი რაღას მიგყავდა ოლიმპიადაზე?
3. აქამდე გეთქვათ, აი რა ხალხი უჭერს „ქართულ ოცნებას“ მხარსო.“
„მინისტრი ცრუობს ან თავად არის დასაჭერი.“
„ეს რას ნიშნავს? იმას ხომ არა რომ, ოლიმპიადაზე შესაძლებლობების მიხედვით კი არ მიყავთ სპორტსმენები, არამედ კეთილგანწყობის მიხედვით.“
„რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ.“
„ვარძელაშვილის მიერ დანაშაულის დაფარვის იდეა ისე მოგეწონათ, რომ მატყუარის იარლიყი არც გაგახსენდათ და შუკვანი ეგრევე ქურდობისთვის გაწირეთ ხომ?“
„ვარძელა არის მაგარი აბრიქინებული კაცი და სირცხვილით ვიწვი, ამის ხელში რომ არის ქართული სპორტის საქმეები!“
„უნამუსო ამება!“
„ვარძელაშვილი არის არაკაცი და საერთოდ გამოსაგდებია მაგ სამინიტროდან. თუ შუკვანს ხელს აფარებ, ბარემ ბოლომდე დააფარე ხელი და საფლავში წაიღე ეგ საიდუმლო. რას გამოდიხარ და ყვები საჯაროდ. შენ ეხლა ღირსი ხარ იმ სპორტსმენმა წიხლქვეშ წაგიგდოს.“
„სულ ასეთ სამარცხვინო დღეში ვიქნებით, სანამ ამ ბედკრულ ქვეყანაში ადამიანის, მოქალაქის, განსაკუთრებულად კი ეთნიკურად ქართველის ღირსება ასე სამარცხვინოდ ექნება ფეხქვეშ გათელილი ხელისუფლებას, სანამ სამარცხვინო კლოუნები და ფსიქიატრიულის პაციენტები იქნებიან სათავეში.“
„ვარძელაშვილი რომ მინისტრად ეყოლება, ის ქვეყანა ქვეყანაა?“
„ან მატყუარა ცილისმწამებელია, ან დანაშაულის დამფარველი, ანუ თავად დამნაშავე.“
„ნებისმიერ შემთხვევაში, მინისტრის პოსტზე არ უნდა იყოს. პრინციპში, არც ისე უნდა იყოს.“
„მე იმ ქვეყნის და მთავრობის დედაც, სადაც ასეთი განცხადების შემდეგ მინისტრს არ გაანთავისუფლებენ თანამდებობიდან.“
„რას ჰგავს ეხლა ეს? მარაზმია უკვე მართლა რა.“
„მიშა არა გრცხვენია, ამისთანა კაცუნები ერის ისტორიაში რომ შეიყვანე, როგორც მინისტრები! სოფლის ორღობის მოჭორავე ქალების ბანდაა თუ სახელმწიფო მოხელეები?“
„ფუი თქვენს კაცობას.“
„ეს ვარძელაშვილი დასაჭერია.“
„კაცო, ეს ვარძელაშვილი რამე ზებუნებრივ ძალას ფლობს თუ რა არის? ნაცებო, გააპანღურეთ ეგ რაღაცა და თქვენც მოიგებთ და ჩვენც დაგვასვენებთ.“
„ვარძელაშვილი კიდევ არ დაუჭერიათ და ისევ ლონდონში გულაობს?“
„ნამდვილი ნაძირალა და არაკაცია.“
„ამ ვარძელაშვილს რამდენი ექნება მოპარული და მითვისებული?“
„მთავარი ალისტრახოობა ესაა - კლანურ-მაფიოზური სისტემის არსებობა რომ აღიარა უწიგნურმა მინისტრმა.“
„ვარძელაშვილი თეიმურაზოვის მალამოს და ავტოკოსმეტიკას რომ ჰყიდდა დიღმის ბაზრობაზე დაავიწყდა?“
„სარკეების მოპარვისთვის პრობლემები რომ ჰქონდა, ესეც მოგონილია?“