მოვხარშოთ ცხიმიანი იხვი, ინდაური ან ქათამი. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და ცალკე ქვაბში ჩავასხათ. ხუთი საშუალო ხახვი ალყად დავჭრათ და მოვშუშოთ ბულიონის ცხიმში. დავასხათ ბულიონი და წყალი ისე, რომ სულ გამოვიდეს 8 თლილი ჭიქა.
ჩავყაროთ შავი წიწაკა და მარილი (გასინჯვისას ოდნავ მლაშე იყოს, ბრინჯი შეიწოვს), ავადუღოთ და ჩავყაროთ 4 თლილი ჭიქით გარეცხილი ბრინჯი. ვხარშოთ მაღალ ცეცხლზე, როცა ბრინჯი გამოჩნდება დავუკლოთ.
მოხარშული იხვი (ქათამი, ინდაური) ძვლებიანად წვრილად დავჭრათ და კარგად მოვხრაკოთ. დავაყაროთ მოხარშულ ბრინჯს და ერთხელ გამოვურიოთ.
ეს კერძი ძალიან გემრიელია და კალორიულია.
ინგრედიენტები:
მსუქანი იხვი, ბრინჯი 4 ჩაის ჭიქა, 5 ცალი ხახვი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ჩინური, მწვანე გორული.