ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ცნობილი კინომსახიობი სილვესტერ სტალონე დიდ კინოში რეჟისორის ამპლუაში დაბრუნებას აპირებს.
ცოტა ხნის წინ სტალონეს დიდი უბედურება შეემთხვა და ვაჟიშვილი გარდაეცვალა. დეპრესიული მდგომარეობიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ორიოდე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ „სლაის“ გახმაურებული სურათი „რემბოს“ მეხუთე ნაწილის გადაღება სურდა. ამ ფილმში ცნობილ მსახიობ სანდრა ბალოკსაც უნდა ეთამაშა.
სტალონე მსახიობობის გარდა კინორეჟისორის ფუნქციის შეთავსებასაც აპირებდა. გაურკვეველი მიზეზების გამო ეს პროექტი თავის დროზე ვერ განახორციელა.
ცნობილი გახდა, რომ სტალონე „რემბო - 5“-ის იდეას კვლავ მიუბრუნდა.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე განუმეორებელი „რემბო“ სამსახიობო ჯგუფის შემოკრებას, მომავალ წელს კი სურათის გადაღების დაწყებას აპირებს.