ბრიტანული მას-მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ინგლისელი მსახიობი მაიკლ შინი სამშობლოში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.
43 წლის კინომსახიობი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა.
შინს საპატიო ჯილდო მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცა.
საინტერესოა, რომ გასულ წელს ანალოგიური აღიარება მაიკლის კოლეგას, კოლინ ფერტს ერგო.
მსახიობი თავად დიდი ბრიტანეთის დედოფალმა დააჯილდოვა. ამ ცერემონიას შინის ქალიშვილი ლილიც ესწრებოდა, რომელიც მსახიობს ქეით ბეკინსეილისგან ჰყავს.