მოღვაწე ქართველ მსახიობია, რომელსაც მართლაც სერიოზული წარმატებები აქვს. ცოტა ხნის წინ მის კარიერას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი შეემატა სერიალში "ჯადოსნური ქალაქი".
სერიალის პრემიერები რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. ლოს-ანჯელესში გამართულ პრემიერას ელენე ფილმში მონაწილე სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად ესწრებოდა, მათ შორის უკრაინელ ოლგა კურილენკოსთან, რომელმაც ჯეიმს ბონდის მორიგი ქალის როლი შეასრულა და სახელიც გაითქვა. სხვათა შორის, ოლგა და ელენე ძალიან დამეგობრებულან სერიალის გადაღებებზე.
ჯერ სერიალის პირველი სეზონი გამოვიდა. სიუჟეტის მიხედვით, მაიამი-ბიჩის ყველაზე მაგარ სასტუმროში თვით ფრენკ სინატრა ჩადის. სასტუმროს მმართველს უწევს პრობლემების მოგვარება როგორც მაფიასთან, ისე თავის პრობლემურ ოჯახთან. იმავე დროს მაიამიდან 320 კილომეტრში სხვა დრამა ვითარდება - ფიდელ კასტრო კუბაზე ძალაუფლებას მოიპოვებს.
ეს არის მაიამი 1960-იან წლებში, ამერიკული კასაბლანკა. სერიალის ჟანრი - დრამა, კრიმინალი, დეტექტივი. სცენარის ავტორი მიჩ გლეიზერია, სხვადასხვა სერიას სხვადასხვა რეჟისორი ჰყავს. მთავარ როლებს ჯეფრი დინ მორგანი, ოლგა კურილენკო, დენი ჰიუსტონი, სეიმურ კასელი ასრულებენ.
ელენეს სერიალში სექსუალური გოგონას როლი აქვს, რამდენიმე ინტიმური სცენაც არის და ამბობს, რომ როცა საქმე პროფესიონალებს ეხება და ასეთ კარგ წინადადებას გთავაზობენ, მაშინ ინტიმური სცენებიც ხელოვნების რანგშია აყვანილი და არავის არ უნდა გაუკვირდეს.
ამ სურათამდე ელენეს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ჰქონდა - "დრო", რომელშიც ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებდა მთავარ როლს. ადამ სანდლერთანაც მოუწია მუშაობამ და კიდევ ერთ სერიალში - "სმოლვილის საიდუმლოებებში" მიიღო მონაწილეობა. ამ სურათშიც ხშირად უწევდა ლამაზი სხეულის გამოჩენა და თაყვანისმცემლებიც გაახარა. ელენე 1987 წლის 14 ნოემბერს არის დაბადებული თბილისში.
მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად. პროფესიული კარიერა 6 წლისამ დაიწყო საბავშვო გადაცემაში "დილის ვარსკვლავი". იმ პერიოდში უფრო სიმღერით გამოიჩინა თავი. სიმღერის ნიჭი ახლაც აქვს.
9 წლისა "კინოტავრის" ყველაზე პატარა მონაწილე გახდა. "კინოტავრზე" "შალახოს" ცეკვითაც გამოიჩინა თავი, რომელიც გიორგი შენგელაიასთან ერთად შეასრულა, მერე კი ვლადიმერ მაშკოვსა და ლიდია შუკშინასთან ერთად იმღერა. ბავშვობიდან მსახიობური და მუსიკალური ნიჭით გამორჩეულს მშობლებიც ყველანაირად უწყობდნენ ხელს.
1998 წელს 11 წლის ასაკში ნიუ-იორკში პროფესიონალურ ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა და სამსახიობო ოსტატობის დაუფლებას შეუდგა. მას მერე დამკვიდრდა ამერიკაში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ოპერის ყოფილი მომღერალი დედა, ყველანაირად უწყობენ ხელს წარმატებების მიღწევაში.