ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ცნობილ კინომსახიობ კამერონ დიასს ბავშვის აყვანა სურს.
ცოტა ხნის წინ, 39 წლის კამერონი მორიგ შეყვარებულს, ალექს როდრიგესს დაშორდა. ის მიიჩნევს რომ ამჟამად საუკეთესო ასაკი აქვს, დედა რომ გახდეს.
„მინდა ოჯახი რომ მქონდეს. ასაკის მატებასთან ერთად ეს სურვილი უფრო მემატება.
ამჟამად სრულიად მარტო ვარ. დღეს უამრავი პატარაა, რომლებიც ოჯახურ სითბოს საჭიროებენ. არა მგონია ვინმემ უარი მითხრას, მათ დედობა რომ გავუწიო.“ - განაცხადა კამერონ დიასმა.