1992–93 წლების სისხლისმღვრელი, პოსტსაბჭოთა ომის შემდეგ აფხაზეთის შავიზღვისპირა ტერიტორია აღქმულ იქნა როგორც საქართველოს ინტერვენციის, წინაღმდეგობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ადგილი. ყველასგან არაღიარების ფონზე, რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით, თანაც საქართველოს მხრიდან მუდმივი მტრობის გათვალისწინებით, ახალგაზრდა სახელმწიფო აუარებელ პრობლემას წააწყდა განვლილი ორი ათწლეულის განმავლობაში. აფხაზეთის ინტერესების დამცველი და მკვლევარი ჯორჯ ჰიუიტი ამ ოცი წლის მიმოხილვასა და მომავლის მონახაზს გვთავაზობს.
აფხაზეთის პატარა რესპუბლიკა, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროს ესაზღვრება, 1990–91 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1992–93 წლებში მის მეზობელ საქართველოსთან ომის შედეგად წარმოიქმნა. ეს ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძისადმი ნომინალურად დაქვემდებარებულმა თავხედმა მილიციელებმა მდ. ენგური გადალახეს, რომელიც მე–17 საუკუნის დასასრულიდან აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვარს წარმოადგენდა; ამას 1993 წლის 30 სექტემბერს ეფექტური დასასრული მოჰყვა, როდესაც თბილისის უნიათო, უკანასკნელი ძალები იმავე გზით გამოაძევეს აფხაზეთის ტერიტორიიდან; ზემო კოდორის ხეობა ქართველების ხელში რჩებოდა, ვიდრე აფხაზურმა ძალებმა უსისხლო ოპერაციის შედეგად არ გადაჭრეს ეს საკითხი 2008 წლის აგვისტოში, როდესაც სამხრეთ ოსეთის გამო საქართველო სასტიკად დამარცხდა რუსეთთან რამდენიმედღიან ომში.
აფხაზები შვიდი ათეული წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოსთან განსაზღვრული კონსტიტუციის ფარგლებში, რამაც მათი თვალთახედვით, ავტონომიისა და უფლებების დაკნინება გამოიწვია. 1990 წლის მარტში, 1989–90 წლების ნაციონალისტური მობილიზაციის ფონზე, რაც საბჭოთა კავშირის დასასრულს მოასწავებდა, საქართველოს მთავრობამ ყველა საბჭოთა კანონი გააუქმა. ამან იმავდროულად ქვეყნის დამოუკიდებლობის სტატუსის აღდგენა გამოიწვია, რითაც ის 1918–21 წლებში სარგებლობდა, ამ პერიოდში კი იგი ადგილობრივი მენშევიკების (ე.წ. სოციალ–დემოკრატების) კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა; სწორედ ეს სტატუსი იყო კოდიფიცირებული 1921 წლის კონსტიტუციაში, რაც არასოდეს გამოქვეყნებულა.
საპასუხოდ აფხაზები ამკიცებდნენ, რომ ამ გაუქმებამ, რომელიც ლეონიდ ბრეჟნევის დროინდელ, 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციასაც შეეხო, აფხაზეთი საკუთარი, სათანადოდ განსაზღვრული საკონსტიტუციო სტატუსის გარეშე დატოვა საქართველოსთან მიმართებაში. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნული საქართველოსთან ფორმალური კავშირების ამსახველ ბოლო დოკუმენტს წარმოადგენდა. თბილისმა მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირთან საკონსტიტუციო ურთიერთობის შეცვლის თაობაზე, კერძოდ: გადაწყვიტა ყველაფრისაგან გამოყოფა, მაგრამ მან ეს გააკეთა აფხაზების ინტერესებისა და სურვილების გაუთვალისწინებლად, რასაც თავის მხრივ სოხუმის, აფხაზეთის დედაქალაქის, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, რაც იმპერატიულ, კვაზიკოლონიალურ ანექსიად შეფასდა.
ეს საბედისწერო გადაწყვეტილება 1992 წლის მარტის შემდეგ გაღრმავდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველო საბჭოთა საზღვრებში სცნო (აფხაზეთის ჩათვლით), მაგრამ აფხაზეთის საკუთარი სტატუსისა და ავტონომიის გარანტიის გარეშე. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მიხეილ გორბაჩოვის დროს, „გლასნოსტისა“ და „პერესტროიკის“ წლებში, საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა, 1992 წლის მარტში მოსკოვური გადადგომის შემდეგ, დაბრუნდა და ცდილობდა თავის სამშობლოში გამეფებული ძალადობრივი ქაოსის მოწესრიგებას. წამყვან სახელმწიფოებს სურდათ რა მხარში ამოდგომოდნენ თავიანთ მეგობარს, მინიმალურ ყურადღებასაც კი არ აქცევდნენ კონსტიტუციურ წვრილმანებს, მაგრამ აფხაზებისათვის სწორედ ეს გახლდათ სიკვდილ–სიცოცხლის საკითხი.
საბოლოოდ, ქართული მხარის მიერ, 1990 წლის მარტში, საკუთარი აქტის გაუქმებამ აფხაზეთთან საქართველოს საზღვრის კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამიტომ აფხაზების მხრიდან საქართველოს აღიარება სერიოზული შეცდომა იყო, რამაც მათი არსებობაც კი საფრთხის ქვეშ დააყენა. ეს შიში აღიარებიდან ოთხი თვის შემდეგ დადასტურდა, როდესაც საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აგრეთვე მსოფლიო ბანკისა და რაც უმთავრესია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა – ქართული ძალები აფხაზეთში შეიჭრა.
შემობრუნების წელი
აფხაზთა მტკიცე იმედი და მოლოდინი ის იყო, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა აღიარებდა მათი თვითგამორკვევის უფლებას, მშობლიური მიწა–წყლის დაცვისადმი მათ მისწრაფებას გაამართლებდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ; ნაცვლად იმისა, რომ თბილისს 1992 წლის მარტის მონაცემების მიხედვით აღედგინა (საბჭოთა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ყველაფერი ისევ ისე დარჩა და აფხაზეთი განიხილეს როგორც „სეპარატისტული“, „რენეგატული“ერთეული.
ამ ეტაპზეც კი, სიტუაციაში ოთხი ანომალია არსებობდა:
თბილისსა და საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ხელისუფლებაში უკანონო რეჟიმი იყო, რომელმაც 1992 წლის იანვარში მერყევი, მაგრამ კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გააძევა.
ამ რეჟიმის ბრძანებები ყველა რეგიონშიც კი არ ვრცელდებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთ რეგიონში, სამეგრელოში (გამსახურდიას სახელისუფლებო სივრცე) სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.
დამატებით, პერიოდული ბრძოლები მიმდინარეობდა ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში.
არჩევნების ჩატარება საქართველოში 1992 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, როდესაც ქვეყნის ელექტორატს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცემოდა, რის შედეგადაც ხელისუფლება მანდატებს მიიღებდა, რაც ასე აკლდა მას. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შევარდნაძის რეჟიმი ნდობისა და ლეგიტიმურობის მაღალ ხარისხს მიიღებდა, მას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების გამართვამდეც სჭირდებოდა ცნობა და აღიარება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლიდან ორ კვირაში, 1992 წლის 31 ივლისს, შევარდნაძის ჯარებმა მდ. ენგური გადალახეს.
მოუგვარებელი ომის შემდგომი პერიოდი
1993–2008 წლებმა აფხაზეთი მრავალი გამოწვევისა თუ საშიშროების წინაშე დააყენა. ვლადისლავ არძინბამ, რომელიც პროფესიით ხეთური ცივილიზაციის მკვლევარი გახლდათ, დაამტკიცა, რომ საომარი საქმით შთაგონებული ლიდერი იყო და დიახაც, უნდა ემსახურა აფხაზეთის პრეზიდენტად ორი ვადით (1994–1999; 1999–2004). ომის შემდგომ პერიოდში მისი მთავარი ამოცანა იყო ჰქონოდა კურსი, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა შეენარჩუნებინა და განემტკიცებინა დე-ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თანაც იმ პირობებში, როცა თბილისი ებრძოდა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კი სანქცირებულ ბლოკადის რეჟიმი ხორციელდებოდა (მათ შორის, რაც ხშირად ავიწყდებათ, ბორის ელცინის რუსეთის მხრიდან). ამ მოვალეობას არძინბა თავს კარგად ართმევდა, ვიდრე მისი მეორე ვადის პერიოდში, უცნობი, პროგრესირებადი დაავადება აიძულებდა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან ჩამოშორებას; იგი 2010 წელს გარდაიცვალა.
ომის შემდეგ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ფაქტობრივად რუსული ძალა, ენგურის გასწვრივ, დემილიტარიზებულ ზონაში პატრულირებდა. იქვე იმყოფებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პატარა სადამკვირვებლო ჯგუფი. ქართულ–აფხაზური სამშვიდობო შეთანხმებების პაკეტს 1994 წელს მოსკოვში მოაწერეს ხელი, მაგრამ მაინც ხშირად ჰქონდა ადგილი ტერორისტულ აქტებსა და საბოტაჟს 1990–იან წლებში, განსაკუთრებით აფხაზეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით, გალის რაიონში. დამნაშავენი ჯგუფ–ჯგუფად მოქმედებდნენ, როგორებიც იყვნენ „ტყის ძმები“ (მეგრელი დავით /დათო/ შენგელიას მეთაურობით) ან „თეთრი ლეგიონი“ (მეორე მეგრელის – ზურაბ სამუშიას ხელმძღვანელობით).
საზოგადოებისთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციები ქართული ოფიციოზის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ქართველმა ჟურნალისტმა აკაკი მიქაძემ (რუსულ ენაზე „ვრემიაში“ დაწერა 1998 წლის 3 ივნისს) ისიც დაადგინა, რომ ფინანსური სახსრების გარკვეული რაოდენობა შენგელიასთვის და მისი პარტიზანებისათვის შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებიდან გამოიყოფოდა. 1998 წლის მაისში, ენგურის საზღვართან ახლოს სოფლებში, ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს, როდესაც აფხაზურმა შენაერთმა აღკვეთა შეჭრის მცდელობა; ასევე, რუსლან გილაევის მეთაურობით ჩეჩნების ერთი ჯგუფის მხრიდან პანკისის ხეობიდან ზედა კოდორის ხეობაში შეჭრის მცდელობისას (უეჭველად ოფიციოზის ხელშეწყობით) 2001 წლის ოქტომბერში, ორმოცი კაცი დაიღუპა. ცხრა მოკლული გაეროს შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრები და მგზავრები იყვნენ, რომლებიც ხეობის ქართველთა მიერ კონტროლირებად ნაწილში 8 ოქტომბერს ჩამოაგდეს.
ეს იყო უკანასკნელი დიდი ინციდენტი აფხაზთა დასაშინებლად, ვიდრე შევარდნაძე თბილისს მართავდა. იგი შეიცვალა 2003 წლის ბოლოს კიდევ ერთი არაკონსტიტუციური განდევნით, ცნობილი „ვარდების რევოლუციით“, მისი ყოფილი პროტეჟე მიხეილ (მიშა) სააკაშვილის მიერ, ვინც არჩევნებში გამარჯვებისა და ინაუგურაციის შემდგომ გახდა საქართველოს ახალი პრეზიდენტი 2004 წლის იანვარში.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობა დადო. 2006 წლის ივლისში მან ზემო კოდორის ხეობაში „პოლიციური ოპერაციის“ ჩატარების საბაბით ქართული პოლიციის კონტინგენტი გაგზავნა. ამ დროისათვის აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა სერგეი ბაღაფში და მისმა ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებების შეწყვეტით უპასუხა. ისინი არ განაახლებენ მოლაპარაკების პროცესს, განაცხადა ბაღაფშმა, ვიდრე სააკაშვილი არ გაიყვანს სამხედრო შენაერთებს; ხელი მოეწერება სოხუმთან თავდაუსხმელობის პაქტს და იზრუნებს მეგრელი დავით სიგუას გასათავისუფლებლად ან მისი ბედის გარკვევისათვის; იგი გალიდან გაიტაცეს, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობდა.
სააკაშვილმა, თავისი ძალების გამოყვანის ნაცვლად, მტკიცედ გადაწყვიტა იქ ფეხის მოკიდება და მისმა ჯარებმა ტერიტორია დაიკავეს: მთავარ გზაზე ასფალტი დააგეს, ააგეს პატარა ასაფრენი ბილიკი სოფელ ჩხალთაში და ზუგდიდის ბანკის ფილიალიც გახსნეს (ბანკომატის ჩათვლით) სოფელ აჟარაში. ყველაფერი ეს მიმართული იყო ახალი ტერმინის „ზემო აფხაზეთის“ დამკვიდრებისათვის, როგორც ერთგვარი საჩვენებელი ნაბიჯი – აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ, მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაპირისპირების მიზნით. ასე ახლოს ჯარების გამოჩენამ (მიუხედავად იმისა, რომ გზის მეორე მხარეს გადასვლა რთული იყო) აფხაზეთის დედაქალაქის მიმართულებით, სწორედ მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი ძალას იკრებდა, მხოლოდ რამდენიმე სტუმარს გააბედინა სოხუმში დასასვენებლად ჩასვლა, თუმცა ჩრდილოეთის კურორტები (ბიჭვინთა, გაგრა, ახალი ათონი) ნამდვილად არ უჩივიან დამსვენებელთა ნაკლებობას.
ხუთდღიანი ომი
სააკაშვილის მისწრაფება, შეეკეთებინა აღედგინა (საბჭოთა) საქართველოს სახელმწიფო, იყო პირველი წარმატება, როდესაც 2004 წლის მაისში მან აღადგინა ცენტრის კონტროლი ეთნიკურად ქართულ პროვინციაზე – აჭარაზე, რომელიც სამხრეთ–დასავლეთით თურქეთს ესაზღვრება. მაგრამ უმთავრესი სამიზნე სამხრეთ ოსეთი გახლდათ, სადაც ასევე 2004 წელს, კიდევ ერთი რისკიანი ცდა მისი შემოერთებისა, სრული კრახით დამთავრდა (რაც სრულიად მოსალოდნელი იყო). კრემლის ურთიერთობა თბილისის ორივე მშფოთვარე სახელმწიფოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, 1999 წელს, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტის პოსტზე არჩევისთანავე შეიცვალა. ამის ერთ-ერთი ასპექტი იმ გადაწყვეტილების მიღება იყო, რომელიც ორივე ქვეყნის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობისა და პასპორტების მიღების ნებას რთავდა.
რამდენადაც ძველი საბჭოთა დოკუმენტები საბოლოოდ უპერსპექტივო (და შესაბამისად უვარგისი) გახდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა უმეტესობამ პრინციპულად თქვა უარი საერთაშორისო საზოგადოების დაჟინებულ მოთხოვნაზე მიეღოთ ქართული პასპორტები, რათა ესარგებლათ საერთაშორისო მოგზაურობისას თავისუფალი გადაადგილების უფლებით; თუმცა რუსული პასპორტების გარეშე ეს ხალხი მოკლებული იქნებოდა (და არიან კიდეც) სხვა ქვეყნის საზღვრის კადაკვეთის უფლებას, თუკი რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოს არ გააჩნია კავშირი რუსეთის სახელმწიფოსთან; ისინი სარგებლობენ თავიანთ ქვეყნებში გამოცემული საბუთებით. რუსეთის ურთიერთობის დათბობა სოხუმთან (აფხაზეთი) და ცხინვალთან (სამხრეთ ოსეთი) სააკაშვილის საქართველოსთან ურთიერთობის გაცივების პარალელურად ვითარდება.
საქართველოს დაპირისპირება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მეტ–ნაკლებად სტაბილურ ხასიათს ინარჩუნებდა, დაძაბულობის პერიოდული გამწვავებით 2008 წლამდე. ზოგიერთმა მოვლენამ ნამდვილად ვერ შეუწყო ხელი არსებული ვითარების შენარჩუნებას; ევროპის მრავალი სახელმწიფოს მიერ კოსოვოს საბოლოოდ აღიარების პრეცედენტმა, რაც თავის მხრივ 2007 წელს იყო მოსალოდნელი, აფხაზეთისათვის (და სამხრეთ ოსეთისთვის) მრავალფეროვანი სპეკულაციის თემა წარმოშვა 2007 წლის შუა პერიოდში სოხუმში, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება სერბეთის მოკავშირე რუსეთში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაშინ ბუქარესტის NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა (2–4 აპრილი 2008 წ. ) იმ მტკიცე მოლოდინით, რომ საქართველო (და უკრაინაც) ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ეს ალიანსის უფრო გონიერმა წევრებმა უარყვეს (უფრო მოსალოდნელი იყო ამ წინადადების მხარდაჭერა ბრიტანეთის მხრიდან), თუმცა კომპრომისული გადაწყვეტილების შედეგად ორთავე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შესთავაზეს MAP-ის პროგრამა („წევრობის სამოქმედო გეგმა“), რაც უნდა დადასტურებულიყო NATO-ს მომდევნო სამიტზე, 2008 წლის დეკემბერში. პასუხგაუცემელი დარჩა შეკითხვა, გახდება კი ოდესმე რეალური საქართველოს წევრობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო დამოუკიდებელი სტატუსის გათვალისწინებით, როდესაც ისინი პუტინის რუსეთისაგან მნიშვნელოვან და მზარდ მხარდაჭერას გრძნობენ. ისიც საშიშროებას წარმოადგენდა, შეეცდებოდა თუ არა საქართველოს დაუოკებელი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაერტყა აღნიშნული ტერიტორიებისთვის იმ მიზნით, რათა ემტკიცებინა, რომ მისი ქვეყნის (საბჭოთა) საზღვრები აღდგა და NATO-ს დეკემბრის შეკრებამდე ცენტრის კონტროლს დაექვემდებარა.
აფხაზებმა იცოდნენ და ამტკიცებდნენ კიდეც, რომ 2008 წლის გაზაფხულზე მოსალოდნელი იყო აფხაზეთზე თავდასხმა. მართლაც, აწ განსვენებული რონალდ ასმუსი, NATO-ში სააკაშვილისა და საქართველოს შესვლის მგზნებარე მხარდამჭერი, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით 2010 წლის მიმოხილვაში ადასტურებდა, რომ მსგავსი გეგმა არსებობდა. როგორც ამ ნაშრომიდან ირკვევა, კონდოლიზა რაისის მოადგილე კავკასიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა, ევროკავშირის წარმომადგენელი რეგიონში პიტერ სემნები და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ამის შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებულნი. თავდასხმა არ შედგა, მაგრამ მაისის თვეში საგანგებო რუსული სამხედრო კონტინგენტი ჩავიდა აფხაზეთში, რათა სოხუმიდან ოჩამჩირის გავლით და გალის მიმართულებით, საქართველოს საზღვრის გასწვრივ, რკინიგზის ხაზის მოდერნიზება მოეხდინა, რომელიც 1993 წლიდან უმეტესად უმოქმედო იყო.
სროლების რაოდენობის ზრდამ ქართულ–ოსურ წყალგამყოფთან, რასაც სისტემატურად ჰქონდა ადგილი ყოველი წლის ზაფხულში, 2008 წლის შუა პერიოდში კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. მაშინ როდესაც მსოფლიო ჩინეთში ოლიმპიური თამაშების გახსნას ელოდა, ქართული ჯარები ცხინვალის მიმართულებით შუა ღამისას (ადგილობრივი დროით) ხუთშაბათს, 7 აგვისტოს დაიძრნენ, თუმცა ცოტა ხნით ადრე, იმავე საღამოს, სააკაშვილი პირდაპირ ეთერში უმტკიცებდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რომ მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.
აფხაზებიც, ბუნებრივია, დაინტერესდნენ სამხრეთ ოსეთსა და მის ირგვლივ ბრძოლების მიმდინარეობით, რომელშიც სულ რამდენიმე საათი რუსეთიც აქტიურად ჩაება, რაც მათთვისაც ერთგვარი ნიშანი იყო. არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ქართველთა პირველ წარმატებას დაუყოვნებლივ მოჰყვებოდა რესპუბლიკის მიმართ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა. მართლაც, დასვენების დღეებში, ბაღაფშმა საყოველთაო მობილიზაცია ორშაბათს დილისთვის, 11 აგვისტოს გამოაცხადა. გადაწყდა, რომ დადგა კოდორის ხეობიდან ქართული სამხედრო ნაწილების განდევნის დრო, რომლებიც სამშაბათს, 12 აგვისტოს, აფხაზი ქვეითი ჯარის შესვლამდე წინასწარი დაბომბვით დაასუსტეს.
ტანკებთან ერთად, რუსეთმა სხვა სახის ჯავშანტექნიკაც შემოიყვანა ზღვითა და ჰაერით, და როგორც კი მხოლოდ აფხაზური ქვეითი ჯარი ზემოთ, ხეობისკენ დაიძრა, სხვები რუსებს შეუერთდნენ ენგურზე შეტევის განხორციელების მიზნით, რამაც საბოლოოდ ისინი მეგრულ ქალაქ სენაკამდე მიიყვანა, რომელიც ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში ქართველთა საომარი მოქმედების საკონტროლო ცენტრს წარმოადგენდა (ზოგიერთებმა უფრო წინაც კი წაიწიეს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისისაკენ, ქართველთა თავდაცვისუნარიანობის შემოწმების მიზნით, მაგრამ იმისგან განსხვავებით, რაც სამხრეთ ოსეთსა და მის გარშემო მოხდა, ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია აქტიურ საომარ მოქმედებებს ან ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვის ფაქტებს). ქართული საპატრულო ხომალდები რუსულმა ფლოტმა სამეგრელოს ნავსადგურ ფოთში ჩაძირა.
ამასობაში, ყველა სამხედრო მოსამსახურემ და მათთან ერთად ადგილობრივი (სვანი) მოსახლეობის უმეტესობამ საჩქაროდ დატოვა ზემო კოდორის ხეობა, შეეხიზნენ რა მეზობელ სვანეთს. ეს უდიდესი სიურპრიზი იყო (მაგრამ იმავდროულად სასურველი შვებაც) აფხაზებისათვის, როდესაც ხეობა უკაცრიელი დაუხვდათ, თუმცა სტრატეგიულ წერტილებში ნახეს ნაღმები, რისი გაუვნებელყოფაც გახდა აუცილებელი. დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, რასაც ქართველები იქ ინახავდნენ (თუმცა რა მიზნით, არასოდეს ყოფილა გაცხადებული) სოხუმში ჩაიტანეს, სადაც ხანმოკლე გამოფენა მოეწყო, მისი სასწრაფოდ მოშორება საზოგადოების თვალთახედვიდან კი, როგორც ამბობენ, შეერთებული შტატების მოთხოვნით მოხდა, რომელიც თურმე ზოგიერთი ექსპონატის გამომზეურების გამო შეშფოთდა.
26 აგვისტოს დღის 3 საათზე (მოსკოვის დროით) რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც თანამდებობა 2008 წლის მაისში მიიღო, კრემლიდან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ამ განცხადებას რამდენიმე წუთში თავაწყვეტილი ზეიმით, მათ შორის ბევრი დროშითა და საარტილერიო ზალპით შეხვდნენ, რაც დილამდე გაგრძელდა (თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ წერილობითი გაფრთხილება გააკეთა: „საშინელი დროება წარსულს ჩაბარდა, ახლა რთული დრო დგება“). მედვედევ–სარკოზის გეგმამ, რომელმაც ფორმალურად დაასრულა ე.წ. „აგვისტოს ხუთდღიანი ომი“, მოუწოდა რუსულ ძალებს დაუბრუნდნენ ომამდელ პოზიციებს, მაგრამ ახალი არგუმენტის შესაბამისად, აღიარებულ სახელმწიფოებს უფლება ჰქონდათ რუსეთთან შეთანხმებულიყვნენ თავიანთ ტერიტორიებზე სამხედრო ნაწილების რაოდენობისა და დისლოკაციის შესახებ. მათი ეს პოზიცია დღემდეა შენარჩუნებული და რუსული ბაზები ორივე რესპუბლიკაში იმყოფება.
რუსული საკითხი
2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების დროს და მას შემდეგაც, მოვლენათა შესახებ მსოფლიოში უმთავრესად სააკაშვილის ხედვა იყო გავრცელებული, რასაც ენერგიულად ლობირებდა პიარ–მანქანა რენდი შუნემანის მხარდაჭერით, რომელიც სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა. ასევე იქცეოდა მისთვის თავდადებული სენატორი ჯონ მაკეინი, კერძოდ ვრცელდებოდა აზრი, რომ: საქართველო რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი იყო ორ ტერიტორიაზე მოსკოვის „კონტროლის“ შენარჩუნება და ამ გზით NATO-ს წევრობაზე საქართველოს იმედის გაქრობა. დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით 2009 წლის სექტემბრის ბოლოს, ევროკავშირის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, ყველასათვის ცხადი გახდა, რომ სწორედ ქართველებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები.
სააკაშვილის მხარდამჭერებმა ყურადღება, უბრალოდ, სხვა სცენარზე გადაიტანეს: მაშინ, როცა სააკაშვილს შტურმის დაწყება შეეძლო, თავად უიმედოდ გაება რუსების დაგებულ ხაფანგში და საბოლოოდ ამავე მდგომარეობაში დარჩა მთელი თავისი პასუხისმგებლობით. გაცილებით სარწმუნო ჰიპოთეზის თანახმად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: 2008 წლის დეკემბერში NATO–ში არმიღებით იმედგაცრუებულმა სააკაშვილმა იგრძნო, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა რეინტეგრაცია და დაკარგული რეგიონების შემოერთება, თუმცა იმასაც ფიქრობდა, რომ თუ რუსეთი დაიცავდა მათ, ამერიკა და პროდასავლური საქართველოს სხვა ანტი რუსული ორიენტაციის დასავლელი მხარდამჭერები, მოვიდოდნენ მისი გადარჩენისათვის, მაგრამ არსაიდან არავითარი ხსნა არ ჩანდა. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის აღიარების შემდეგ 2008 წლის 26 აგვისტოს ახალ ერას მიეცა დასაბამი.
ეს იყო ეიფორიის ხანა, 1992–1993 წლების ომის დასასრულის მსგავსი; იყო მოლოდინი, რომ ამჯერად აფხაზეთს მიეცემოდა საერთაშორისო საზოგადოებრიობაში სრულყოფილი სახით წევრობის შესაძლებლობა. ნიკარაგუამ 5 სექტემბერს სცნო იგი და 10 სექტემბერს მასთან დიპლომატიური ურთიერთობაც დაამყარა, მეორე დღესვე მას შემდეგ რაც რუსეთმა გადადგა ასეთი ნაბიჯი. მაგრამ მთელ მსოფლიოში უმრავლესობის აზრი ისევე მტკიცე იყო, როგორც აქამდე: რომ (საბჭოთა) საქართველოს საზღვრების ხელშეუხებლობა უნდა შენარჩუნდეს და სეპარატისტულ სახელმწიფოთა აღიარება ჩაითვალოს უკანონოდ. ამგვარად, ეიფორიის განცდა გაიფანტა ისევე, როგორც წყვდიადი განთიადისას.
საბოლოოდ, გარკვეული შეშფოთებაც გაისმა ზოგიერთი შეთანხმების რაობის თაობაზე, რომელსაც ხელი მოეწერა რუსეთთან ომის შემდგომ პირველ თვეებში. ზოგიერთ მათგანს სრულყოფილი სახე მოსკოვში 2008 წლის 17 სექტემბერს მიეცა. ეს იყო შეთანხმება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ, რომელიც ითვალისწიენებდა ორმხრივ ურთიერთქმედებას ეკონომიკურ, იურიდიულ და უშიშროების სფეროებში. უნდა ეღიარებინათ ორმაგი მოქალაქეობა, შემოეღოთ ტრანსპორტირების ერთიანი წესი, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების დარგებში ინფრასტრუქტურის განვითარების თანხლებით. ეს შეთანხმებანი ათი წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნებულიყო და ყოველ ხუთ წელიწადში განახლებულიყო, თუმცა ყველა სამხედრო ბაზის იჯარა (მაგ.: ბომბორაზე, გუდაუთასთან ახლოს, აფხაზეთში) უნდა გაგრძელებულიყო ორმოცდაცხრა წლის მანძილზე.
შეთანხმებათა კიდევ ერთ პაკეტს მოეწერა ხელი 2009 წლის მარტში, რომლის თანახმადაც აფხაზეთს, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, $68 მილიონს დაპირდნენ. სესხებისა და ინვესტიციების სანაცვლოდ, რკინიგზებისა და აეროპორტების მენეჯმენტისა და მოდერნიზაციის შეთანხმებას რუსეთთან ხელი მოეწერა ათი წლის ვადით. უფრო მეტიც, რუსეთს უფლება მიეცა ნავთობის საძიებო სამუშაოების ჩატარებაზე შავ ზღვაში ხუთი წლის განმავლობაში. შემდეგ, 2009 წლის 31 მარტს, რუსეთს ნება დაერთო დაეცვა აფხაზეთის საზღვარი და თვალი ედევნებინა მისი სანაპირო ზოლისათვის. საქართველოს საზღვრის გასწვრივ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური საზღვრის მაკონტროლებელ ადმინისტრაციას ჩამოაყალიბებდა. რესპუბლიკებს დახმარება გაეწეოდა მესაზღვრეების გაწვრთნაში, სანაცვლოდ კი აფხაზეთს უნდა უზრუნველეყო ისინი ინფრასტრუქტურით, საჰაერო სივრცითა და აეროდრომებით. ეს შეთანხმებები ეფექტური მაშინ იქნებოდა, თუკი აფხაზეთში შეიქმნებოდა სასაზღვრო კონტროლის საკუთარი ორგანოები.
შესაძლებელია, ეს რკინიგზისა და აეროპორტის (მთელ კავკასიაში – უდიდესი) ლიზინგი იყო. ასევე, უდიდესი შეშფოთება გამოიწვია FSB–თვის სასაზღვრო კონტროლის გადაბარებამ. სერგეი ბაღაფშის პასუხები საზოგადოებისთვის, ალბათ, არასდროს ყოფილა მკაფიოდ ჩამოყალიბებული იმ გაგებით, რომ აფხაზეთს არ გააჩნია აუცილებელი საშუალებები (მატერიალური, გამოცდილება, ფინანსური თუ ადამიანური) ამ მნიშვნელოვანი ამოცანების საკუთარი ძალებით გადაწყვეტისათვის. მით უმეტეს, რომ ანალოგიური უპირატესობის გათვალისწინებით, რუსეთთან მსგავსი შეთანხმების საფუძველზე, სომხეთი გარკვეულ თანხას საკუთარი ბიუჯეტიდან იხდის, აფხაზეთს კი არაფრის გადახდა არ მოეთხოვება.
სტანისლავ ლაკობა პროფესიონალი ისტორიკოსია, რომელიც 2005 წლის იანვარში გამართული განმეორებითი სადაო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა. ამ აღიარების შემდეგ მალევე, მან გულახდილად განაცხადა, რომ აფხაზეთისათვის ახალი სტატუსის მინიჭების გათვალისწინებით, უკვე შეუფერებელი იყო გაეროს სადამკვირვებლო მისიის სათაურში ტერმინის – „საქართველოში“ დატოვება, რამდენადაც მისი აფხაზეთში მოღვაწეობა მიზანშეუწონელი გახდა. ცხადად გამოჩნდა, რომ მან ეს საკითხი მისიის ხელმძღვანელთან განიხილა, რომელიც არანაირ ცვლილებას არ აპირებდა. ლაკობას პასუხი ლაკონური გახლდათ: ,,სხვა შემთხვევაში, მისიას მიეთითება დატოვოს აფხაზეთი!“
დიპლომატიას თვეები დასჭირდა, მაგრამ ყველა მხარისათვის მისაღებ სემანტიკურ კომპრომისს მაინც ვერ მიაღწიეს. აფხაზეთის სახელით რუსეთის ვეტოს შემდეგ, გაეროს აღარ დარჩა არჩევანი, გარდა თავისი საქმიანობის დასრულებისა არა მარტო აფხაზეთში, არამედ – საქართველოშიც 2009 წლის 30 ივნისიდან (თუმცა სავალდებულო მისია ჯერ კიდევ 16 ივნისს შეწყდა); OSCE-ს მანდატსაც ვადა გაუვიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მედვედევ–სარკოზის სამშვიდობო გეგმის შესაბამისად, მხოლოდ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის უცხოელი დამკვირვებლები დარჩებოდნენ საქართველოში, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფალნი უარს ამბობდნენ თავიანთ სუვერენულ ტერიტორიებზე მათთვის შესვლის ნება დაერთოთ. გაერო-ს საქმიანობამ აფხაზეთში განაპირობა რამდენიმე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა ადგილობრივი მოქალაქეებისათვის, ისევე როგორც უფრო ფართო თანამშრომლობა ეკონომიკურ სექტორთან და შესაბამისად, მათი საქმიანობის შეწყვეტას სავალალო შედეგები მოჰყვა.
საქართველოს რეაქცია აღნიშნული აღიარებისადმი გამოიხატა კანონ-პროექტის სახით, რომლის საბოლოო ვერსიასაც სააკაშვილმა ხელი 2009 წლის 31 ოქტომბერს მოაწერა, შემოიღო რა ე.წ. ,,ოკუპირებული ტერიტორიების“ ფარგლებში მოქმედებათა სხვადასხვა პირობითი შეზღუდვა. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ შინაარსის ზოგიერთი ასპექტი გააკრიტიკა, რასაც 2010 წლის თებერვალში მოკრძალებული შესწორებების შეტანა მოჰყვა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების პირდაპირ შეტანას ეწინააღმდეგებოდა.
უკვე 2010 წლის იანვარში საქართველომ გამოაქვეყნა „სახელმწიფოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, რამაც განგაში გამოიწვია და განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც სხვადასხვა მხარეს შორის შუამავლობას ცდილობდნენ, რამდენადაც სტრატეგია მიმართული იყო, როგორც აღნიშნულ ადგილებში მოქმედების, ისე ფონდების მოძრაობის გასაკონტროლებლად. არსებითად, ქართულ მაქინაციებს აფხაზეთში არაფრად აგდებენ, მათ ძალიან სუსტი ან სულაც არავითარი პრაქტიკული ეფექტი არ გააჩნია. ზოგიერთ არასამთავრობოს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, აინტერესებს – რა გზითა და საშუალებით მოახერხებენ მათზე ზეგავლენას (სავარაუდოდ მანამდე, ვიდრე ურთიერთობა საბოლოოდ მოგვარდება).
დასავლეთის ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ ფრაზის – „ოკუპირებული ტერიტორიები“ – ნებისმიერი გამოყენება, თბილისში ატაცებულია და ტრაბახის საგანია. როდესაც აშშ–ს სენატმა (2011 წლის 29 ივლისს) და ევროპის პარლამენტმა (2011 წლის 17 ნოემბერს) მიიღეს რეზოლუციები, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სწორედ ამ ტერმინებით განისაზღვრა, სააკაშვილმა ისინი „ისტორიულ დოკუმენტებად“ გამოაცხადა, რომელთაც საფუძველი დაუდეს საქართველოს კონტროლის (ხელმეორედ) დაწესებას, თუმცა უცნობია ამას რა პრაქტიკული მართებულობა (თუკი საერთოდ არსებობს) ადასტურებს, რადგან საკითხი ღიად რჩება. ევროკავშირის რეზოლუციის შემომტანი კშიშტოფ ლისეკი ამ ნაბიჯის შემდეგ თბილისს გაემგზავრა, სადაც იგი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვეს.
1990-იანი წლების შუა პერიოდში, ხანმოკლე დროით, პატარა ზომის სამგზავრო ბორანი სოხუმისა და ტრაბზონის (თურქეთი) ნავსადგურებს შორის დაცურავდა. იმედოვნებდნენ, რომ აღიარების შემდეგ, ეს მარშრუტი განახლდებოდა, მაგრამ აქამდე იმედები არ გამართლდა, თუმცა ტვირთი განაგრძობდა მოძრაობას. საქართველო სისტემატიურად აპატიმრებდა ხომალდებს და საქონლის კონფისკაციას ახდენდა. 1991–2003 წლებში ორმოცი თურქული ხომალდი დააკავეს, რასაც 2004–2006 წლებში კიდევ ოცდაორი დაემატა.
უფრო გახმაურებულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2009 წლის ზაფხულში, როცა ტრაბზონიდან მომავალი თურქული ტანკერი მაშინვე დააკავეს როგორც კი საერთაშორისო წყლებში შემოვიდა, რითაც აშკარა გახდა საერთაშორისო მეკობრეობის აქტი (თუმცა საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქცია ვერ იყო ისეთი, როგორც ანალოგიურ შემთვევაში – სომალის ერთ-ერთ კუნძულზე HORN OF AFRICA). საქონლის ჩამორთმევის შემდეგ კაპიტანს ოცდაოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს და მხოლოდ თურქეთის მთავრობის უმაღლესი პირების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.
იმისი იმედიც არსებობდა, რომ აღდგებოდა რეგულარული სამგზავრო ფრენები სოხუმის აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისაკენ და რუსეთისაკენ, მაგრამ დღემდე არაფერი განხორციელებულა.
დემოკრატიის ტესტი
2009 წლის ბოლოსათვის აფხაზეთში მთავარ მოვლენად საპრეზიდენტო არჩევნები იქცა. გასული არჩევნები, 2004–05 წლებში, მოსკოვთან კამათის ფონზე მიმდინარეობდა. მოსკოვი რაულ ხაჯიმბას მიმართ გამოხატავდა თავის სიმპათიას, რომელიც 2009 წლის მაისში წავიდა მთავრობიდან და მოქმედ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს დაუპირისპირდა. განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ მთავარი მეტოქეები ერთდროულად მოვიდნენ ეროვნული ერთიანობის მთავრობაში – ბაღაფში, როგორც პრეზიდენტი და რაულ ხაჯიმბა, მისი მოადგილის რანგში.
ხაჯიმბა არძინბას მემკვიდრე იყო, თუმცა მის მიმართ მოსკოვის მხარდაჭერამ ამომრჩეველთა უმეტესობის ბაღაფშის მხარეს გადასვლას შეუწყო ხელი. 2009 წლის მაისში ხაჯიმბა გადადგა მთავრობიდან და საკუთარი კამპანია გააჩაღა. მესამე კანდიდატი შეძლებული ბიზნესმენი ბესლან ბუთბა გახლდათ. კამპანია საკმაოდ ცხარე გამოდგა. არსებობდა ნაციონალისტური სახის ბრალდებები, რომ ბაღაფშს მეგრელი მეუღლე (ამჟამად ქვრივი) ჰყავს და სწორედ იმ მეგრელთა ხმების წყალობით გაიმარჯვა, რომლებმაც 2004–05 წლებში მოიპოვეს ხმის უფლება, თუმცა მას ის ბრალდებაც წაუყენეს, რომ მოსკოვის სურვილებს უფრო უსმენდა, ვიდრე თბილისისას. ოპოზიცია ჩიოდა რუსეთთან ბაღაფშის სუსტი ურთიერთობის გამოც, რაც მოგვიანებით შერბილდა განცხადებით, რომ რუსეთს არ უნდა ეგრძნო თავი ამგვარი კრიტიკის სამიზნედ. ბოლოსდაბოლოს, აფხაზეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა და გარე სამყაროს მხრიდან მტრული დამოკიდებულება იმას ნიშნავდა, რომ არცერთ აფხაზ პოლიტიკოსს საკუთარი თავისთვის კრემლისაგან გაუცხოების უფლება არ უნდა მიეცა.
ოპოზიციის ნაწილმა შემდგომში განსაკუთრებით ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება: აფხაზეთში დარჩენილი ქართველი (უპირატესად მეგრელი) მოსახლეობის რა რაოდენობას უნდა მინიჭებოდა 2009 წელს ხმის მიცემის უფლება და შეეძლო თუ არა მოეთმინა აფხაზეთს ქართველთა ფართომასშტაბიანი ყოფნა თავის ტერიტორიაზე? ისინი გამოდიოდნენ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომ მეგრელთა ძირითად ნაწილს გალის რაიონიდან 1992–93 წლების ომში მონაწილეობა არ მიუღია. აცხადებდნენ იმასაც, რომ სინამდვილეში უფრო მეტმა აიღო ხელში იარაღი აფხაზთა წინააღმდეგ, ვიდრე ამას საერთოდ ვარაუდობდნენ. ასეთ სიტუაციაში განიხილებოდა საკითხი, რომ საზოგადოებას, რომელიც მებრძოლებს იფარავდა, რატომ უნდა მისცემოდა აფხაზთსი ცხოვრების უფლება, რომ არაფერი ვთქვათ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაზე (ან კიდევ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე).
ამ შემთხვევაში არც სპეციალური ნებართვა (2004–05 წლების ნიმუშის მსგავსად) გაცემულა და ხმის მიცემის უფლება იმათაც შეუზღუდეს, ვისაც აფხაზური პასპორტი გააჩნდა. ასეთმა ღია ნაციონალისტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია შიში, რომ თუკი გონიერება არ გადასწონიდა, აფხაზეთს იგივე შეცდომა მოუვიდოდა, რაც ყოფილ საბჭოთა საქართველოს, სახელდობრ: საკუთარ უმცირესობასთან გაუცხოება, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ეღონა, რაც კი შესაძლებელი იყო, რათა მათ ეგრძნოთ რომ საზოგადოების პატივსაცემი და ღირსეული წევრები იყვნენ და მათივე მხარდაჭერით ესარგებლათ.
2005 წლის დასაწყისში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სერგეი ბაღაფშმა რუსეთში, ვლადიმერ პუტინთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მაგრამ პუტინს არასდროს დაურთავს ფოტოსურათის გადაღების ნება. რუსი პრემიერი ბოლოს დათანხმდა სოხუმში ვიზიტს 2009 წლის 12 აგვისტოს და ოფიციალურმა კამერებმა ბაღაფშთან ერთად მხოლოდ ომის მემორიალთან გვირგვინის მიტანის ფაქტი დააფიქსირეს. არსებობდა ოპოზიციონერების ჯგუფთან, რომელსაც ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა, რიგგარეშე შეხვედრის ამსახველი ფილმიც. პრესკონფერენციაზე მან აღიარა, რომ აფხაზეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების ცვლილების აშკარა ფაქტი, რაც ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გააქტიურდა, რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებსაც ემსახურებოდა. ვიზიტის დღეს, დილით ჩრდილოეთით მდებარე კურორტ გაგრის ცენტრში ბომბი აფეთქდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღის ბოლოს, როდესაც სხვა შეხვედრა მიმდინარეობდა, მეორე – სოხუმში აფეთქდა, ამჯერად არავინ დაშავებულა.
რუსეთთან აღიარების შემდგომი შეთანხმებების მიუხედავად არსებული საშიშროებისა და დაძაბული საარჩევნო კამპანიისა, 2009 წლის არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა. ბაღაფშმა ჯერ კიდევ გაბრუებულმა თავისი წარმატებებით, თანაც იმ დროს, როდესაც საერთაშორისო აღიარების პროცესი დაიწყო, დაამტკიცა რომ ყოველგვარი მეორე ტურის გარეშეც ნამდვილი გამარჯვებული იყო. მისი ამოცანა იყო, როგორც თავად აცხადებდა, მეორე (და კონსტიტუციის შესაბამისად, უკანასკნელი) ვადა მიეძღვნა აფხაზეთის აღიარების გაფართოებისათვის და რესპუბლიკის მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის, როცა მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის ფიქრისაგან თავისუფლი იქნებოდა.
2009 წელს, ლონდონში, არასამთავრობო ორგანიზაცია შერიგების ცენტრმა და ჰაინრიჰ ბიოლის გერმანულმა ფონდმა, ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველჰყვეს ქართველი კინორეჟისორი მამუკა ყუფარაძე, რათა ქართულ “სტუდია რე”-სთვის გადაეღო დოკუმენტური ფილმი „ნების არქონა“ („Absence of Will“). ახალგაზრდა კაცი და ქალი, არც იმდენად ხანში შესულები, რომ 1992–93 წლების ომი არ ახსოვდეთ, თანამემამულე ქართველებს წამყვანი ფიგურების ქმედებების შესახებ ეკითხებიან, ანდა იმ პერიოდის მოვლენების გახსენებას სთხოვენ, მათ შორის შევარდნაძესა და გენერალ გია ყარყარაშვილზე, რომელიც აფხაზ ხალხს 1992 წლის შემოდგომაზე გენოციდით დაემუქრა. ეს ფილმი, ალბათ პირველია, სადაც ქართველები საჯაროდ ეჭვის ქვეშ აყენებენ საქართველოს მთავრობის ქმედების ლეგიტიმურობას აფხაზეთთან მიმართებაში და ამიტომაც, წარმოადგენს უაღრესად წინგადადგმულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს თვითკრიტიკის პროცესში წარსულის გაკვეთილების გათვალისწინებით. ფილმის ჩვენება მოეწყო უცხოეთის გამორჩეული აუდიტორიებისთვის (მათ შორის ბრიტანეთის პარლამენტის portcullis house-შიც).
2010 წლის ადრეულ ზაფხულში აფხაზეთის პრემიერმინისტრ, სერგეი შამბასთან (ადრე საგარეო მინისტრობის დიდი სტაჟით) შეთანხმებით, ყუფარაძე აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-არხზე, მისი დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე მიიწვიეს. ფილმის დასრულებისთანავე ცხარე კამათი გაიმართა. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც გვიანდელ კომენტარებში რეაქცია უპირატესად უარყოფითი იყო (თუ არა მტრული). ნაცვლად იმისა, რომ ფილმში ნაჩვენები უსამართლობის მხილებას მისალმებოდნენ, კომენტატორები უმთავრესად ეჭვს გამოთქვამდნენ. ფილმი დაიწუნეს როგორც ერთგვარი ფანდი აფხაზების გაცურების მიზნით, დაეკავებინათ ნაკლებად პრინციპული პოზიცია ხელახალი გაერთიანებისთვის და იმათი მოტივაციაც კი, ვინც ამ ღონისძიებას სოხუმში ორგანიზება გაუკეთა (შამბა და არასამთავრობოთა ზოგიერთი წარმომადგენელი) ეჭვის ქვეშ დააყენეს; დასეთი შეკითხვაც დაისვა: იყვნენ კი ისინი აფხაზეთის ბედით ნამდვილად დაინტერესებულნი (განსაკუთრებით ისინი, ვინც დასავლეთიდან პროექტის განხორციელებისათვის დაფინანსება მიიღო), თუ მხოლოდ იმ დასავლური ორგანიზაციების (სავარაუდოდ პროქართული) დაკრულზე ცეკვავდნენ, რომელნიც ერთობლივ პროექტებს აფინანსებენ?
თავის მხრივ, ზოგიერთებმა პოლიტიკური მანიპულაციების უკან ისტერიული პასუხებიც მოისმინეს. მათ დაასკვნეს, რომ მთავარი იყო მეზობელ საქართველოსთან შესარიგებლად სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკის დონეზე მუშაობის გაგრძელება და თვით აფხაზეთში მცდელობის გააქტიურება ამის საჭიროებაში ადგილობრივ მოქალაქეთა დასარწმუნებლად – ამისათვის აუცილებელი პირობაა საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის მიღწევა, რაც განსაზღვრულ მომენტში უნდა მოხდეს კიდეც.
უკანასკნელი მოგზაურობა
მსოფლიოს ეთნიკური აფხაზების უმრავლესობა დიასპორის სახით თურქეთში ცხოვრობს; არსებობდა იმედი იმისა, რომ მე–19 საუკუნეში გადასახლებულთა მემკვიდრეების უმრავლესობა საკუთარ მომავალს ისტორიულ მიწა–წყალზე ააგებდა და ბაღაფშს, ბუნებრივია, დიდი სურვილი გააჩნდა ჩასულიყო და შეხვედროდა ამ საზოგადოებას. 2011 წლის აპრილში, თურქეთი როგორც იქნა დათანხმდა. მგზავრობა არც ისე წარმატებული გამოდგა, როგორიც უნდა ყოფილიყო, რადგან აფხაზეთის ოპოზიციის წევრების მიერ გავრცელებული ხმების თანახმად, ბაღაფშის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში აფხაზთა ჭეშმარიტი ინტერესებისათვის მიუღებელი და ღალატის ტოლფასი იყო. ამრიგად, ბაღაფშს მუდმივად უხდებოდა თავისი პოზიციების დაცვა თურქეთში საზოგადოებრიობის წევრთა წინაშე.
კიდევ უფრო ეპოქალური მნიშვნელობის მოგზაურობა იგეგმებოდა 2011 წელს. ოქსფორდის საბჭომ ბაღაფშს გაუგზავნა მოწვევა – გამოსულიყო მიმართვით, სადაც ჩამოყალიბებული იქნებოდა აფხაზთა მისწრაფებები. ეს გახდებოდა აფხაზი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დასავლურ ქვეყანაში. 1990–იან წლებში, კონფერენციებსა თუ შეკრებებზე, სამოქალაქო მოხელეებისთვის თავიანთი საქმის წარდგენის მიზნით, მოწინავე აფხაზებმა დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა მოახერხეს, მაგრამ როგორც კი ჯორჯ ბუში გახდა აშშ–ს პრეზიდენტი, ვიზებზე უარი ეთქვათ და აფხაზეთის წარმომადგენლებს (როგორიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრი შამბა) ნებაც კი არ დართეს გამოეხატათ თავიანთი თვალსაზრისი გაეროში. ის ასევე ხშირად ამტკიცებდა (და ჯერ კიდევ ამტკიცებს), რომ აფხაზთათვის რთულია ვიზების მისაღებად რუსული პასპორტებით გადაადგილება, რათა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შესვლა მოახერხონ (განსაკუთრებით გერმანიაში).
ის ფაქტი, რომ ბაღაფში სასაუბროდ Chatham House–ში, ლონდონში, საგარეო პოლიტიკის სათავო ცენტრშიც მიიწვიეს, უეჭველს ხდიდა, რომ დიდ ბრიტანეთში გამგზავრება ვიზის მიღებასაც უზრუნველყოფდა. საკითხს და მოგზაურობის ზეგავლენას ბრიტანულ (ან ევროპულ) დამოკიდებულებაზე აფხაზეთთან, ტესტის გავლა თურმე აღარასოდეს ეწერა. როცა მისი გამოსვლა საფინალო სტადიაში იყო, ბაღაფში მწეველის ჩივილების გაქრობის მიზნით, პატარა ოპერაციის გასაკეთებლად მოსკოვში ჩაფრინდა და თითქოს (FSB –ს კლინიკაში) ოპერაცია აშკარად ნორმალურად მიმდინარეობდა, დაეწყო გართულებები და 2011 წლის 29 მაისს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. მგლოვიარეთა შორის დაკრძალვის დღეს ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე
გაუთვალისწინებელი საპრეზიდენტო არჩევნები სამი კანდიდატის წარდგენით „აღიარების დღეს“ (26 აგვისტო) დაამთხვიეს: ვიცე– პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და რაულ ხაჯიმბა. წინასწარ, არჩევნებამდე ანქვაბმა და შამბამ დათმეს პოსტები თავიანთ კამპანიებზე კონცენტრირებისათვის და პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა დროებითი პრეზიდენტი გახდა.
კამპანია ენერგიულად მიმდინარეობდა, კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ხშირად მოგზაურობდნენ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით (მათ შორის მეგრელებით დასახლებულ გალის რაიონშიც), აწყობდნენ შეხვედრებსა და მიტინგებს, მონაწილეობდნენ დებატებში (ერთმანეთთან და ამომრჩევლებთანაც), იძლეოდნენ ინტერვიუებს (აფხაზური და რუსული) მედია-საშუალებებით; თითოეულ მათგანს ცენტრალური და რეგიონული შტაბი გააჩნდა; მრავალი სახის საარჩევნო მასალა ქვეყნდებოდა და მათ შორის – ინტერნეტშიც.
შამბას შტაბი ყველაზე უკეთ დაფინანსებული ოფისის შთაბეჭდილებას ტოვებდა და იქ, მთელი კამპანიის მანძილზე ყველაზე მეტი აქტიურობა შეიმჩნეოდა. ხაჯიმბამ, ვისი შეუცვლელი მეგობარი სვეტლანა ჯერგენია, ექსპრეზიდენტ არძინბას ქვრივი გახლდათ, ძირითად მხარდამჭერთა დიდი ნაწილი შეინარჩუნა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რასაც წინა ორ შემთხვევაში ვერ მიაღწია, ისეთ შეგრძნებას ტოვებდა, თითქოს მისი კამპანია განწირული იყო. უფრო მეტიც, მიუხედავად პირადი რეპუტაციისა და პატიოსნებისა, მისი მიმდევრების (რამდენიმე მათგანის) ხასიათი ამომრჩეველთა რაოდენობის უკუპროპორციული გამოდგა. ანქვაბი, ვინც მოსკოვში თავისი ბიზნეს–ინტერესების გატარების გამო აფხაზურ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე თავდასხმას გადაურჩა, ცნობილი გახლდათ პირადი ასკეტიზმით და თავისი მანიფესტის ძირითად მიზნად კორუფციის აღმოფხვრას აცხადებდა (რაც სამიდან ბოლო იყო გავრცელებისათვის გამზადებულ ბროშურაში, რომელიც მკითხველისადმი აფხაზურ და რუსულ ენებზე პირად მიმართვებს შეიცავდა).
კანდიდატებმა პატიოსანი კამპანიის წარმართვის ვალდებულება იკისრეს, მაგრამ 15 აგვისტოს ამან უარყოფითი სახე მიიღო, როდესაც შამბამ (ან როგორც იგი ამტკიცებდა, მისი გუნდის წევრებმა) სოხუმში, ფილარმონიის დარბაზის გარეთ უჩვენეს ვიდეოფილმის ერთი ნაწილი, რომელშიც თენგიზ კიტოვანმა, პიროვნება, ვინც 1992 წლის 14 აგვისტოს, ქართულ ძალებს აფხაზეთში შემოუძღვა და ამჟამად რუსეთშია გახიზნული და იქ ცხოვრობს, დაადანაშაულა ანქვაბი (აფხაზეთის იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი) იმაში, რომ მან თითქოს წინასწარ იცოდა აფხაზეთში შეჭრის თბილისის გეგმების თაობაზე, მაგრამ არაფერი გააკეთა მის აღსაკვეთად.
ანქვაბმა, ალბათ საოცარია, რომ უარი განაცხადა ამ ბრალდებისათვის პასუხის გაცემაზე, რისი მიზეზიც ალბათ ის იყო, რომ მან უკვე ერთხელ, 2003 წელს, ვლადისლავ არძინბას ანალოგიური ბრალდებისგან ენერგიულად დაიცვა თავი. მაშინ ანქვაბი ამტკიცებდა, რომ არძინბასაც იმდენივე ინფორმაცია გააჩნდა ქართველთა განზრახვის შესახებ, რამდენიც მას ჰქონდა. ამგვარად, თუკი რაიმე ბრალდება იყო მისაღები, მასზე პასუხი უნდა ეგო ადმინისტრაციის მაშინდელ მეთაურს, კერძოდ, თვით არძინბას, ვინც აფხაზეთში საზოგადოებრივი საყვედურის მიღმა მყოფ, განსაკუთრებულ ფიგურადაა მიჩნეული.
ვინც არ უნდა ყოფილიყო ვიდეო-ინციდენტის გამო პასუხისმგებელი, ამ ტაქტიკამ ბუმერანგის როლი შეასრულა, რამდენადაც იგი საშუალო ფენის ამომრჩევლის აზრით ეწინააღმდეგება პატიოსანი თამაშის წესებს და ნებისმიერ შემთხვევაში, კიტოვანის ბრალდება, როგორც ჩანს, არასოდეს ყოფილა დამაჯერებელი აფხაზეთში. მრავალმა ამომრჩეველმა, საგარეო საქმეთა ერთ დროს თავაზიანი მინისტრის – შამბას (უცხოეთში შესანიშნავი კონტაქტების მქონე) მიმართ ერთგულება დაუყოვნებლივ ანქვაბზე გაცვალა.
ასზე მეტი დამკვირვებელი (ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, იაპონია, ნაურუ და ფიჯი) თვალს ადევნებდა არჩევნების დღეს მიმდინარე მოვლენებს და სრული კმაყოფილება გამოხატეს. შესაძლებელი გახდა, თანაც არა პირველად, მოგესმინათ მათი აზრი იმის შესახებ, რომ აფხაზეთში დემოკრატია უფროა დამკვიდრებული, ვიდრე რუსეთში (რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს შესახებ). საარჩევნო ყუთები გამჭვირვალე იყო. შიდა–აფხაზური პასპორტები გამოიყენებოდა, როგორც სარეგისტრაციო ბარათები. ქვითრებს მხოლოდ მას შემდეგ გასცემდნენ, რაც ამ სექტორის საარჩევნო სიის მიხედვით პასპორტი მოწმდებოდა. პასპორტშივე ისმებოდა შტამპი, როგორც ხმის მიცემის მტკიცებულება. ხმების დათვლა ადგილზე მიმდინარეობდა ოფიციოზის, დამკვირვებელთა და კერძო პირთა თანდასწრებით, რომლებიც პროცესს თვალს ფანჯრებში ქუჩიდან ადევნებდნენ.
ანქვაბი აშკარა გამარჯვებული გახდა, 54,86%–ით 101192 საარჩევნო ხმიდან. ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა წარმოადგენდა ხმის უფლების მქონე ადამიანების 71,92%-ს. მან სწრაფი ცვლილებები განახორციელა პირად შემადგენლობაში, მთავრობის შიგნითაც და გარეთაც. აფხაზეთმა მალევე დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრიც, ვისი მტკიცებითაც, მას განათლება ნაწილობრივად დასავლეთში ჰქონდა მიღებული. კერძოდ, ეს კაცი იყო ვიაჩესლავ ჩირიკბა. ადრე ის ბაღაფშის ადმინისტრაციის მრჩეველი გახლდათ, აგრეთვე ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისას აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, მოიპოვა დოქტორის ხარისხიც (აფხაზურ კვლევებში) ლეიდენში ყოფნის წლებში.
დიდი მეზობელი
ზოგიერთი შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, რომელსაც აღიარებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოეწერა ხელი, წარმოიშვა შიშის ფაქტორი. ახალი ადმინისტრაციის ერთ–ერთი იმედი იყო ის, რომ გასაჯაროვდებოდა ინფორმაციები რიგი სხვა შეთანხმებების შესახებაც, რაც აწ განსვენებული პრეზიდენტის მიერ იყო ხელმოწერილი, ვისი მემკვიდრეობაც შესაფერისადაა დასაფასებელი, მაგრამ ყოველივე ამისგან დამოუკიდებლადაც, უკვე გამოჩნდა აფხაზეთის პრობლემათა ასპექტები რუსეთთან მიმართებაში.
არსებობდა სოხუმში მოქმედი სასტუმროების რიცხვის არსებითად ზრდის ტენდენცია, მაგრამ რუსი ტურისტების მნიშვნელოვანი რაოდენობისათვის კარგა ხანია რჩებოდა ტურბაზის სახელით ცნობილი სანატორიუმ–კომპლექსი, რომელიც განლაგებულია სოხუმის ყურის ცენტრის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროს უმშვენიერეს ზოლში. ეს ადგილი აფხაზეთის სახელმწიფოს საკუთრებაა, მაგრამ თვით კომპლექსს, რომელიც მრავალი ადგილობრივი მოქალაქისთვის დასაქმების შესაძლებლობა იყო, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამარაგებდა და იგი მოულოდნელად, 2011 წელს, საკურორტო სეზონის წინ იმ მიზეზით დაიხურა, რომ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა, რამაც ტურისტთა რაოდენობის შემცირება და ადგილობრივ ეკონომიკაში მათი წვლილის გაქრობა გამოიწვია. გავრცელდა უფრო სერიოზული ხმებიც, იყო კამათი, რაც დაკავშირებული გახლდათ ამ პოტენციურად უაღრესად შემოსავლიანი ადგილის მფლობელობასთან.
ჯერ კიდევ არძინბას პრეზიდენტობის დროს მიმდინარეობდა კამათი, თუ რა დონეზე უნდა მომხდარიყო ისეთი ფუნდამენტური სახელმწიფო საკუთრების რეალიზაცია, როგორიც ხუთი „სტალინის აგარაკი“ გახლდათ, როგორადაც არ უნდა დასმულიყო აღნიშნული საკითხი (რომ არაფერი ვთქვათ ნების დართვაზე). სანაპიროს თვალუწვდენელი ზოლი, მიმდებარე ფიჭვნარი, აფხაზეთის უშესანიშნავესი კურორტები (ბიჭვინთა) ჯერ კიდევ ნიკიტა ხრუშჩოვის ხანიდან დარჩა რუსეთის სამინისტროების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ. პირველად აღნიშნული ყურე ტურისტულ სამოთხედ 1960–იან წლებში გადააქციეს. სახელმწიფო აგარაკი, რომელიც გაგრას გადაჰყურებს (ე.წ. „შავი ზღვის მარგალიტი“), დაინგრა ყველასგან მიტოვებული. შემდეგ რემონტი ჩაუტარდა, გაუკეთდა მაღალი ღობე სათვალთვალო პუნქტებით.
ამასთანავე, კერძო ადგილების მომავლის განხილვასთან ერთად, საკუთრების ფორმების ჩამოსაყალიბებლად რა ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული აფხაზურ–რუსულ ზოგად ურთიერთობაში, ამ თემებზე უთანხმოებანი ბაღაფშის სიკვდილამდე სოფელ აიბგას დასაკუთრების მოტივაციით გამძაფრდა, მის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად აფხაზეთ–რუსეთის საზღვრის გასწვრივ, „კრასნაია პოლიანას“ რაიონში, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის, 2014 წელს სათხილამურო ასპარეზობათა ადგილს წარმოადგენს. ისტორიული სადემარკაციო ხაზი აფხაზურად და უბიხურ–ჩერქეზულად მოლაპარაკე ტერიტორიებს შორის დაახლოებით მდ. მზიმთის გაყოლებით მიემართება, მაშინ როცა აფხაზეთის ჩრდილოეთი საზღვარი დღეს მდ. ფსოუს სამხრეთით მდებარეობს. ამგვარად, თუკი აფხაზეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სახის უსამართლო პრეტენზიები გამოითქმებოდა, ეს კანონიერების ფარგლებში უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ჩრდილო რეგიონის ძირძველი მოსახლეობა რუსეთის მიერ მისი დაპყრობის შედეგად, 1864 წელს მთლიანად გაასახლეს.
სოფელი აიბგა დღესდღეობით ოკუპირებულია ერთი მუჭა ეთნიკური რუსების მიერ და რუსეთი აცხადებს, რომ მათ უკეთ მოემსახურებიან უშუალოდ რუსული მმართველობის ქვეშ. აფხაზური მთავრობა მტკიცედ ეწინააღმდეგება მიწების გასხვისებას, ამასთანავე აწესებს კონტროლს ყველანაირ სასარგებლო წიაღისეულზე, რაც იქ მოიპოვება. საკითხის გასარკვევად შეიქმნა ერთობლივი კომისია. აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელია ტოპონიმისტი ვალერი კვარჭია, რომელმაც საფუძვლიანი დოკუმენტური მტკიცებულებანი წარადგინა დასახელებულ რაიონში აფხაზეთის უფლების განსამტკიცებლად. საკითხი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია.
2011 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გაფართოების საბაბით საცალფეხო სასაზღვრო გადასასვლელის ჩაკეტვა გადაწყვიტა, რათა ამგვარად გაეუმჯობესებინა მომავალი მოძრაობის გრაფიკი; პირველ რიგში, შედეგის განჭვრეტის უნარის უქონლობის, ვიდრე რაიმე მტრული განზრახვის გამო – აფხაზური ტურისტული ბიზნესის ცხოველმყოფელობას შექმნოდა საფრთხე. პრობლემა ის გახლდათ, რომ მუშაობა საზღვრის გასწვრივ ტურისტული სეზონის პერიოდში მიმდინარეობდა, მთელი მოძრაობა საზღვარზე ვიწროგამტარიანი გზისკენ მიმართეს, რომელიც წლების მანძილზე სატრანსპორტო საშუალებათა სარეზერვო მოძრაობისთვის არსებობდა და რომელსაც ხიდის ორივე მხარეს ვიწრო ტროტუარი გააჩნდა. საზღვართან უიმედობის შეგრძნება წლების განმავლობაში ნორმად იქცა, მაგრამ 2011 წელს არსებულმა რიგებმა ძალიან გაართულა მდგომარეობა და ყველას შემაშფოთებელი და უპერსპექტივობის უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
ამასთნ ერთდ, ალბათ ყველაზე დიდ გამოწვევად აფხაზეთში მყოფი ტრადიციული ტურისტებისთვის (კერძოდ რუსეთი) შედარებით მაღალი ფასები რჩება, მომსახურების დაბალ სტანდარტებთან ერთად და ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოდერნიზაციის მწვავე საჭიროებას განიცდის, რაც იმისი შედეგია, რომ აფხაზეთმა უკანასკნელ წლებში თურქეთთან და ეგვიპტესთან მისასვლელი დაკარგა (სადაც რუსებს ადვილად ძალუძთ შესასვლელი ვიზების მიღება). აფხაზეთში სტუმრობა ბევრი რამით მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის ეპოქის ყოფას; ესაა მოვლენა, რომელსაც თანამედროვე აფხაზი ჟურნალისტი და გამჭრიახი კომენტატორი ინალ ხაშიგი საბჭოური სტილის მიმართ ყოველგვარი ემოციურობისგან დაცლილ აფხაზთა დამოკიდებულებით კი არ ხსნის, არამედ უბრალოდ იმით, რომ მათ პრაქტიკულად სხვა სახის მცირედი გამოცდილებაც არ გააჩნდათ, ეს კი თავისთავად ცხადია, მრავალწლიანი იზოლაციის პირდაპირი რეზულტატია, რესპუბლიკაზე თავს მოხვეული სანქციების რეჟიმის და აგრეთვე, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან შეგნებული იგნორირების შედეგი.
რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის მცდელობას – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო, საქართველო ბლოკავდა, რამდენადაც ეს უკანასკნელი ესწრაფვოდა დათმობის მიღწევას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსულ „ოკუპაციასთან“ დაკავშირებით. საქართველომ ვერ მოახერხა მიეღო თანხმობა საკუთარი მესაზღვრეები დაეყენებინა გადასასვლელებში რუსეთიდან ორივე რესპუბლიკაში, მაგრამ ბოლოს, 2011 წლის დასასრულს, რუსეთი დათანხმდა შვეიცარიის წინადადებას, რომ საზღვრის გარდიგარდმო ვაჭრობა დამოუკიდებელი ნეიტრალური სააგენტოს მეთვალყურეობით წარმართულიყო. საქართველომ ეს ნაბიჯი მისაღებად მიიჩნია და რუსეთის WTO–ში გაწევრიანებაზე მოხსნა თავისი ვეტო, რამაც აფხაზეთის სრულფასოვანი დამოუკიდებლობის მიმართ გარკვეული ეჭვების გაჩენის გამო, აფხაზეთში ოდნავი გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვაჭრობის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს პირდაპირი ჩარევის გარეშეც, და ამავდროულად, რუსეთმაც აისრულა თავისი დიდი ხნის ოცნება.
ყველაზე ღირსშესანიშნავი უკანასკნელი მოვლენა იყო აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტ დოროთი დბარის ვიზიტი სტამბოლში, 2012 წლის იანვარში, სადაც იგი ოფიციალურად მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა. რუსულენოვანი გაზეთის „Ехо Москвы“ –ის ფურცლებზე თავის ინტერვიუში მან ახსნა, რომ როცა საქართველოს ეპისკოპოსმა დატოვა აფხაზეთი, მღვდელმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც ამჟამად 60 წლისაა, სოხუმის ეპარქიაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა ვერ მოახერხა რუსი პატრიარქი ალექსი მეორე გარდაცვალებამდე, 2008 წლის დასასრულამდე დაერწმუნებინა, რათა სანქცია გაეცა საქართველოს ეკლესიისაგან აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფის თაობაზე და გაეერთიანებინა იგი რუსეთის ეკლესისთან; ალექსის მემკვიდრემ, კირილ პირველმა მხარი დაუჭირა წინამორბედის პოზიციას და ახალი ათონის მონასტერში 2010 წელს წარმომადგენელი გაგზავნა, რის შედეგადაც აფხაზეთში ადგილი ჰქონდა განხეთქილებას, ახალგაზრდა რეფორმატორთა ერთი ჯგუფი დადგა რა დბარის გვერდით და თავი წმინდა მეტროპოლიად გამოაცხადა.
აფხაზეთის ეკლესიის საბოლოო მიზანი ავტოკეფალიის მიღწევაა, თუმცა ამჟამად კონსტანტინოპოლის პატრიარქი, უბრალოდ, ითხოვს აფხაზეთის ეკლესიის კანონიკური სტატუსის განსაზღვრას, შერიგება გახდება პირველი ნაბიჯი შემდგომი განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე, რასაც საბოლოო ჯამში სასურველ ავტოკეფალიამდე მიყვანა შეუძლია.
ხაჯიმბა, ვინც 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლო ადგილი დაიკავა, „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ მეთაურად დარჩა და გახდა დამფუძნებელი და წევრი ახალი ოპოზიციური ჯგუფისა, სახელწოდებით Apsadgiyl (სამშობლო), რაც გამიზნული იყო თვითგამოცხადებული „პატრიოტების“ თავშეყრისათვის; ამ ნიშნით მან მიმართა ახალგახსნილ ყრილობას 2012 წლის 19 იანვარს. დაჯგუფება გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვოს უპირატესობა, რომელიც 2013 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. ერთ– ერთი მოთხოვნათაგანი არჩევნების პერიოდში სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში პარტიებისათვის თანაბარი დროის გამოყოფაა. ხაჯიმბამ თავად მიაღწია ახალი პარლამენტის პირველ ტურში არჩევას, ზოგადად კი გამოცხადების მაჩვენებელი დაბალი იყო და მხოლოდ რამდენიმე ყოფილმა დეპუტატმა შეძლო გასვლა.
დემოგრაფიული მემკვიდრეობა
2011 წლის თებერვალში აფხაზეთში აღწერა ჩატარდა. ერთი ადრე, 2003 წელსაც ჩატარდა, თუმცა შედეგები ოფიციალურად არასოდეს გამოცხადებულა, რადგან არასაიმედოდ ითვლებოდა. წინასწარი მონაცემები 28 მარტს გამოქვეყნდა, მთლიანი მოსახლეობის ჯამი 242.826 –ის ტოლი იყო, გადამოწმების შედეგად, 28 დეკემბერს მივიღეთ 240.705 კაცი. რესპოდენტებს საშუალება მიეცათ განესაზღვრათ საკუთარი ეთნიკური წარმომავლობაც და ქართველების უდიდესმა უმრავლესობამ – 46.367 კაცმა გადაწყვიტა განეგრძო 1930 –იანი წლების საბჭოური პრაქტიკა და საკუთარ თავს მისცა კლასიფიკაცია, როგორც „ქართველი” თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითქმის ყველა მეგრელი იქნება.
2011 წლის თებერვალში ძირითადი მისახლეობა იყო: აფხაზები –122.069 „ქართველები” – 43.166, სომხები – 41 864, რუსები –22.077, მეგრელები –3.201, ბერძნები – 1.380. თუკი ეს მაჩვენებლები ზუსტია, აფხაზები ამჟამად წარმოადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას (50,71%). პირველი რეაქცია თითქოს ისეთია, რომ აფხაზური საზოგადოება უმაღლეს პოზიციებს იკავებს, თუკი მივიჩნევთ, რომ აფხაზთა რაოდენობა მთელს საბჭოთა საქართველოში 1989 წელს 95.853 კაცი იყო და ამ რაოდენობის 4 % აფხაზეთში 1992–93 წლების ომის დროს დაიღუპა. მართალია, იყო დიასპორიდან გარკვეული იმიგრაციის შემთხვევებიც (ძირითადად თურქეთში), მაგრამ საწყისი რაოდენობის მოსალოდნელი დარღვევა ბუნებრივი ზრდისა და გარეგანი მატების ბალანსს გვიჩვენებს.
შესაძლებელია იმისი მოლოდინიც გვქონდა, რომ ქართველური და სომხური მაჩვენებელიც უფრო მაღალი ყოფილიყო. არსებობს განსაზღვრული რაოდენობა ადგილობრივი მეგრელებისა, რომლებიც სისტემატურად კვეთენ მდ. ენგურის საზღვარს, რომელთა უმეტესობას აფხაზეთში იპოვით ზაფხულის თვეების პერიოდში, როცა ისინი თავიანთ მეურნეობას განაგებენ, ეს აღწერა კი ზამთარში ჩატარდა. უნდა შევნიშნოთ აგრეთვე, რომ საბერძნეთისა და ისრაელის მთავრობებმა მაშველი მისიის ორგანიზება მოახდინეს 1992 წლის შემოდგომაზე თანამემამულეთა უმრავლესობის რეპატრიაციის მიზნით. აფხაზეთის მოსახლეობა ნახევარზე ნაკლებია, რაც 1989 წელს იყო, მაგრამ ყველაზე მეტად თვალშისაცემია განსხვავება მთლიანობაში მაშინდელ და ამჟამინდელ ქართველებს შორის.
აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ დიდი ხანია კამათი მიმდინარეობს და (აფხაზური და ქართველური პროპორციების ისტორიული არგუმენტების გადამღერების გარეშე) აუცილებელია ითქვას რაიმე 1992–93 წლების ომის შემდეგ აფხაზეთში ქართველური მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. ბევრს, შესაძლოა ამ საზოგადოების წევრთა უმრავლესობას, ერჩივნა საქართველოს მთავრობის ქმედებისთვის მხარი დაეჭირა და აფხაზეთში არსებული კრიზისი საომარი საშუალებებით გადაჭრილიყო, რაც საბჭოთა კავშირში წარმოიშვა უკანასკნელ წლებში, იმ პერიოდში, როდესაც საქართველო, საკუთარი დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, შოვინისტურ რიტორიკაში ჩაება, რასაც ბუნებრივია, რესპუბლიკის მრავალი ეთნიკური უმცირესობის განაწყენება მოჰყვა (აფხაზების, სამხრეთ ოსების, სომხების, აზერბაიჯანელების, დაღესტნელების ჩათვლით).
სისხლისმღვრელი ომის თოთხმეტმა თვემ ათასობით სიცოცხლე შეიწირა და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი გაანდგურა. ქართულ საოკუპაციო ძალებისაგან სოხუმის დაბრუნებამ, 1993 წლის 27 სექტემბერს, რეპრესიების (რეალური ან მოჩვენებითი) და დამპყრობლებთან თანამშრომლობის შიშით, ქართველური მოსახლეობის მასობრივი გასვლა გამოიწვია, რომლებიც კონცენტრირებული იყვნენ სოხუმის გარშემო და სამხრეთ–აღმოსავლეთ პროვინციებში, როგორიცაა – გულრიფში, ოჩამჩირე, გალი. მოსახლეობის ეს გადაადგილება წარმატებით გამოიყენეს ქართველებმა, როგორც ნიმუში ერთგვარი „ეთნიკური წმენდისა“ , რაც მსოფლიომ ერთხელ უკვე იხილა ბალკანეთში.
გაეროს უშიშროების საბჭომაც და ერებისა და ხალხების ორგანიზაციამ წარმომადგენლოების გარეშე (Unpo) გაგზავნეს მისიები რეგიონში 1993 წლის შემოდგომაზე, მაგრამ ამ ბრალდების დასადასტურებლად ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. ეს ნათლად ჩანს მეგრელი მწერლის, გურამ ოდოშარიას მიერ ინგლისურ ენაზე 2001 წელს გამოცემული ბროშურიდან, სადაც იგი აღწერს სოხუმის გარეუბნიდან, საკუთარი სახლიდან მისი გამოძევების საშინელებებს, სვანეთში გადასვლას კოდორის ხეობის გავლით, სადაც უამრავი მეგრელი დევნილი გაძარცვეს მათივე თანამემამულე ქართველურმა სვანებმა, როცა გამოსვლა დაიწყო, ვიდრე აფხაზთა (ან მოკავშირეთა) ჯარები მოვიდოდნენ. აფხაზებმა საბოლოოდ გამარჯვება 30 სექტემბერს გამოაცხადეს.
ამგვარად, მაშინ, როცა აფხაზეთის ქართველების დიდი ნაწილი შესაძლებელი იყო აფხაზეთის გარეთ აღმოჩენილიყო (პირველ რიგში, საქართველოში) შეიარაღებულ აფხაზთა ძალადობის გარეშე მათ თავად დატოვეს ტერიტორია, რესპუბლიკის გარკვეული სამთავრობო პოლიტიკის შესაბამისად, თითქოსდა ეთნიკური წმენდის ნიშნით. სავალალო ვითარებაში მყოფ საქართველოში მათი არსებობა თბილისის ხელისუფლებამ საერთო პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენა როგორც საშუალება დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების მოზიდვისათვის. უფრო მეტი, რიცხვი დიდად გაზვიადებულია, რაც უფრო დიდ ციფრს ასახელებდნენ, მით უფრო დიდი ოდენობით დახმარება მოედინებოდა (2010 წლის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილს მხედველობაში უკვე აფხაზეთიდან დევნილი 500.000 ადამიანი ჰყავდა).
რა მიზეზიც უნდა არ არსებობდეს იმისა, თუ რატომ აღმოჩნდნენ თითქმის ორი ათეული წელია ომამდელი აფხაზეთის ქართველი მცხოვრებლები საქართველოში დევნილთა რიგებში, სწორედ მათი არსებობაა მათ თავზე აღმართული ის მახვილი, რომელსაც საქართველო აფხაზეთის დადანაშაულებისთვის იყენებს, თითქოს მას არ ძალუძს დემოკრატიული კანონიერების რაიმე ფორმით დამკვიდრება ან კიდევ, სამართლიანი არჩევნების ჩატარება მაშინ, როცა საზღვრებთან ასეთი მდგომარეობაა. თავად აფხაზეთშიც ადამიანის უფლებების საკითხიც დადგა დღის წესრიგში გალის რაიონის სკოლებში ენების სწავლებასთან მიმართებაში. ხშირად ამტკიცებენ (თუმცა შეცდომით), რომ ქართული აკრძალულია, როგორც სასწავლო ენა ამ მეგრულ საზოგადოებაში.
შემდეგი ნაბიჯები
ქართულ–აფხაზური ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე დასავლელი ე.წ. ექსპერტების უმეტესობა ქართულად ვერ მეტყველებს და აქედან გამომდინარე, უძლურნი არიან ისარგებლონ ქართული მასალებით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტების სიღრმეში ჩაწვდომისათვის, რაც (სულ ცოტა) 1980 –იანი წლების შემდეგ ამახინჯებს ქართულ სინამდვილეს. მართებული იქნება, თუკი ასევე დავსვამთ შეკითხვას, რამდენ მათგანს გააჩნდა რაიმე შეფასება ქართული საკითხებისა სსრკ–ს დანგრევამდე 1991 წელს (ამჯერად არაფერს ვამბობ აფხაზურის შესახებ). რეგიონში სხვადასხვა ეთნოსებს შორის ურთიერთობის ისტორიის სრულყოფილი გაგება ყოველ მიზეზგარეშე აუცილებელია, რათა ჩავწვდეთ ქართულ–აფხაზური (და ქართულ–სამხრეთ ოსური) კონფლიქტების არსს და ამის კვალდალვალ გავაკეთოთ გააზრებული კომენტარები. აფხაზებს ისიც აინტერესებთ, რატომ უშვებს დასავლეთი იმას, რომ თითქოს მხოლოდ ქართველთა უფლებები ირღვევა, მაშინ როცა იგნორირებას უკეთებენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზთა უფლებების დარღვევას, აგრეთვე სამეგრელოში განლაგებული ტერორისტული ჯგუფების მხრიდან (თბილისის მხარდაჭერით) ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს ორი ათეული წლის მანძილზე. ეს ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ადასტურებს დასავლეთის სამარცხვინოდ ცნობილი ორმაგი სტანდარტების ფაქტს.
აფხაზები ასევე აღშფოთებას ვერ მალავენ იმ ფაქტის გამოც, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ–მინისტრ ჯონ მეიჯერისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დაგლას ჰერდის მეთაურობით, ნაადრევად სცნეს საქართველო, როგორც კი ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა იქ 1992 წლის გაზაფხულზე. ამ გადაწყვეტილებამ თბილისს ფაქტობრივად კარტბლანში მისცა საქართველოს მაშინდელ აღიარებულ საზღვრებში ისე მოქცეულიყო, როგორც სურდა. ასეც მოხდა, მაშინ როცა აფხაზეთის მიმართ არასდროს არცერთი საყვედური არ დაუშურებიათ და გააკრიტიკეს ისინი როგორც კრემლის მარიონეტები.
2008 წლის აგვისტოში მოსკოვის ქმედებები თითქმის ერთსულოვნად დაიგმო, მაგრამ მას თავისი ინტერესები გააჩნია კავკასიაში და ისე იქცეოდა, როგორც საჭიროდ მიიცნევდა. ამ გაგებით, ის სახელმწიფოთა უმრავლესობის მსგავსად მოქმედებდა და ძნელად თუ დავადანაშაულებთ ამის გამო. ამას გარდა, მის მიერ აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) აღიარება მთლიანად შეესატყვისებოდა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებას. ეს შეიძლება მივიჩნიოთ, პირველ რიგში, საბჭოთა საზღვრების ფარგლებში საქართველოს აღიარებისას დაშვებული შეცდომის ერთგვარად სასურველ გამოსწორებად, რაც საერთაშორისო საზოგადოებრიობას მთლიანობაში გაკვეთილად უნდა გამოადგეს. დასავლეთის მხრიდან 1992 წელს დაშვებული შეცდომის არაღიარებამ, ამასთანავე თბილისიდან მომდინარე უსარგებლო პოლიტიკის ბრმად მხარდაჭერამ 18 წლის განმავლობაში, შედეგი მხოლოდ აფხაზეთში გამოიღო, რაც რუსეთთან უფრო და უფრო დაახლოებაში გამოიხატა და რუსეთმაც გააძლიერა თავისი ზეგავლენა რეგიონში. როცა რუსეთმა აღიარება გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ეს მისივე ინიციატივით მოხდა, რასაც უნდა მივბაძოთ. დიახაც, დადგა დრო რომ ეს მოხდეს.
აფხაზთა მცდელობა – დაარწმუნონ შესაბამისი მაღალჩინოსნები ამ ნაბიჯის სისწორეში, ჩემი შეფასებით მიღწეულ იქნებოდა თუკი ისინი მკაფიოდ, საფუძვლიანად და პრინციპულად გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. ყველაზე მეტად აქტუალურ მოსაზრებათა შორის გამოირჩევა შემდეგი:
აფხაზეთის საცხოვრებელი ფართისა და ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი განადგურდა ომის დროს. დუმილი თანხმობის ნიშანია –პრინციპის შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, რომელიც უღმერთოდ დუმდა მაშინ, როცა ქართულმა ძალებმა ეს საშინელება ჩაიდინეს, დიახაც უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობის ტვირთი, ასევე კეთილინებონ და მიყენებული ზარალიც აანაზღაურონ. საქართველოს არანაირი რეპარაცია არ გადაუხდია და ნებისმიერი თანხა აფხაზეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოყენებული იქნება აფხაზთათვის და საზოგადოების იმ წევრებისათვის, ვინც მხარს უჭერდა აფხაზურ საქმეს.
თბილისის საომარი ოპერაციის სამიზნე ომში არა მხოლოდ აფხაზები იყვნენ, არამედ მოსახლეობის ყველა არაქართველური წარმომადგენელი, რომლებმაც (განსაკუთრებით, სომხებმა) იციან ეს; აი, ამიტომაც ამ საზოგადოების წევრები მხარს უჭერენ აფხაზთა დამოუკიდებლობის სურვილს; ისინი სრულფასოვნად მონაწილეობენ ყველა სოციალ–პოლიტიკურ ღონისძიებაში და სიამოვნებას განიცდიან თავიანთ მშობლიურ ენაზე მეტყველების უფლებით. აფხაზეთის ენობრივი პოლიტიკის მთავარი მიზანი აფხაზი ერის გადარჩენაა, რომელიც ენების აგრესიას განიცდის და ახლა გაჩნდა ლეგალური მოთხოვნის შესაძლებლობა – 2015 წლიდან ყველა სახელმწიფო საქმე წარმოებულ იქნას აფხაზურ (და არა რუსულ) ენაზე. ეს კი არა მხოლოდ არააფხაზებისათვის გამოიწვევს სირთულეებს, არამედ ასევე იმ ეთნიკური აფხაზებისთვისაც, რომელთაც მშობლიური ენის ცოდნის მცირე ან არანაირი დონე არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ყველა მცდელობა უნდა მიიმართოს ამ ამბიციური მიზნის რეალიზაციისაკენ, რამდენადაც ეს პრაქტიკულად და ფინანსურად არის შესაძლებელი.
აფხაზეთის მთავრობას არაფერი აქვს მეგრელთა გალის რაიონში დაბრუნებისა და ცხოვრების საწინააღმდეგო, სადაც თუკი სურვილს გამოთქვამენ, შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი უფლებები, მიაღებინონ თავიანთ შვილებს განათლება ქართულ ენაზე, თუმცა მრავალ შემთხვევაში ქართული სახელმძღვანელოების ისეთ საგნებში, როგორიცაა ისტორია და გეოგრაფია, აშკარად დამახინჯებულია შესაბამისი ფაქტები აფხაზეთთან მიმართებაში. უაღრესად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა აღნიშნული მასალები, მათი სიზუსტის დასადგენად, დამოუკიდებლად შემოწმდეს. არ შეიძლება თავს მოვახვიოთ ან თუნდაც ვეცადოთ ეთნიკურ კატეგორიებად დაყოფა (ისე, როგორც ქართველები დაყვეს მეგრელებად, სვანებად, ლაზებად ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაახლოებით 1930 წელს). ასევე მნიშვნელოვანია პატივი სცენ ადამიანთა გრძნობებს, მათ პიროვნულობას, რაც შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში და შეიცავდეს მრავალფეროვან ელემენტებს, რაც განსხვავების აღიარების ტოლფასია (რასაც აფხაზები, როგორც წესი, აკეთებენ) მეგრელებსა და ქართველებს შორის, ან ვთქვათ მეგრელთა სიამაყის ზრდა, მათი განსაკუთრებულობის, ისტორიული მარგინალიზაციის, ენისა და კულტურის ნიშნით, შესაძლოა დიდად დახმარებოდა ხალხთა შორის ურთიერთობათა აღდგენის საქმეს, კონფლიქტის შედეგად ტრამვირებული ადამიანების ურთიერთობას და მისი გამეორების საშიშროების შემცირებას.
როგორც კი ეკონომიკა საიმედოდ დადგება ფეხზე, ინფრასტრუქტურა აღდგება და საქართველო სცნობს აფხაზეთს (თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერისა და ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების ჩათვლით), აფხაზეთი თავის–თავზე აიღებს ვალდებულებას განიხილოს უფრო მეტი და მეტი დევნილის თანდათანობითი დაბრუნების შესაძლებლობის საკითხი გალის რაიონის ტერიტორიის გარეთაც. მათი ინტეგრაციისათვის აუცილებელია ყურადღების კონცენტრირება, რათა ხელი შეეწყოს აფხაზური ერისა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და არა – ახალი გათიშვის წყაროს შექმნას. მნიშვნელოვანია მაგალითად, რომ დევნილები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქენი გახდნენ (რაც თავისთავად გულისხმობს მისი კანონების და კონსტიტუციის პატივისცემას). ეს ხელს შეუწყობს, როგორც სამოქალაქო თანასწორობას, ასევე დაეხმარება აფხაზეთის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს იმ შიშის დასაძლევად, რომ სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას დევნილთა ჯგუფების მასობრივი დაბრუნება შეუშლის ხელს. რომლებიც შესაძლოა ქართველთა მანიპულაციების მიმართ მგრძნობიარე აღმოჩნდნენ. ბოლოსდაბოლოს, აფხაზეთს ჰყავდა არაქართველთა უმრავლესობა ომის დაწყებამდე და მიხეილ გორბაჩოვის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმში 1991 წლის 17 მარტს, აფხაზეთის ელექტორატის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა არ შეერთებოდა დამოუკიდებლობისაკენ საქართველოს სწრაფვას, ეშინოდათ რა მისი შედეგების. ამასობაში, რაც შესაძლებელია, ყველაფერი გაკეთდება გალის რაიონის მეგრელი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიისათვის, რათა ჰქონდეთ სიამაყის განცდა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.
აფხაზეთი ღიაა პარტნიორობისათვის და ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსგან ინვესტიციების მისაღებად, იმათ გარდა, ვინც ცდილობს თავს მოახვიოს დეფექტური Pax Americana და Britannica. არასოდეს დათმობს დამოუკიდებლობას, რაც ასე ძვირი დაუჯდა და რასაც იზოლაციებისა და სანქციების მიუხედავად, წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
მრავალი წლის განმავლობაში დომინირებდა აზრი, თითქოს სამხრეთ ოსეთის პრობლემა უფრო ადვილად გადასაჭრელი იყო. და მაინც, ეს იყო ხუთდღიანი ომი სამხრეთ ოსეთის და მის გარშემო 2008 წლის აგვისტოში, რამაც მიგვიყვანა ე.წ. გაყინული აფხაზური და სამხრეთ ოსური კონფლიქტების ”გალღობამდე“, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ორივე რეგიონი აღიარა. მას შემდეგ ორი ახალგაზრდა სახელმწიფო, როგორც წესი, ერთად მოიხსენიება და როგორც წყვილი, ისე განიხილება. თუმცა დამკვირვებელთა უმრავლესობა აღნიშნავს აშკარა ფაქტს, რომ აფხაზეთს დამოუკიდებლობის სიცოცხლისუნარიანობის გამოვლინებისათვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გააჩნია. დიახ, აფხაზეთს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს თავისი პოტენციალი საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული მხარდაჭერით, რაც დღემდე მხოლოდ აგრესორისადმი თანაგრძნობის გამოხატვის შემაშფოთებელ ტენდენციაში ვლინდება.
foreignpress.ge