ლონდონის ოლიმპიური თამაშების დაწყებასთან დაკავშირებით, გამოცემამ „New Musical Express” საკუთარ მკითხველებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა. ბრიტანელ მელომანებს ყველაზე პოპულარული „სპორტული“ კომპოზიციების ჩამონათვალი უნდა გამოევლინათ.
ამ საპატიო სიის პირველ საფეხურზე ედი ვან ჰალენის კომპოზიცია „Jump” განთავსდა. მეორე პოზიციაზე „The Rolling Stones”-ის სიმღერა „Start Me Up” გავიდა.
ბრიტანელების მიერ დასახელებული „სპორტული“ კომპოზიციების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1.„Jump” – Van Halen
2. „Start Me Up” – “The Rolling Stones”
3. “Higher $ Higher” – Jackie Wilson
4. “Gold” – Spanday Ballet
5. “Thriller” – Michael Jackson
6. “Wake Me Up!” – Wham!
7. “The Winner Takes It All” – ABBA
8. “Silver Machine” – Hawkwind
9. “We Are the Champions” – Queen
10. “Shine” – Take That